დაბრუნება
academybooks.ge შეკვეთის გაფორმებამდე მიუთითებს პროდუქტის ადგილზე მიტანის დაახლოებით დროს, თუმცა, არ იღებს პასუხისმგებლობას მის დაგვიანებით ჩამოსვლაზე.
- პროდუქტის შეცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
- წიგნს გააჩნია ფიზიკური დაზიანება;
- წიგნს აკლია თუნდაც ერთი გვერდი;
- წიგნის შინაარსობრივი ან ვიზუალური მხარე არ ემთხვევა/განსხვავდება ვებ-გვერდზე განთვსებული მასალისგან.
- შეცდომით მიღებულ იქნა სხვა წიგნი;
ზემოთ მოცემული შემთხვევიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, კომპანიას არსებული ვითარების შესახებ შეატყობინოს პროდუქტის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში.
გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:
- უკან დასაბრუნებელი პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
-
- არ იყოს დაზიანებული;
- არ აკლდეს გვერდები;
- არ იყოს დასვრილი;
- არ ჰქონდეს წარწერა;
- უკან დაბრუნებული პროდუქტის შემოწმება ხდება საწყობში, შესაბამისი პერსონალის მიერ;
- თუ პროდუქტი აკმაყოფილებს უკან დაბრუნების კრიტერიუმებს, ge მომხმარებელს უგზავნის ახალ, უნაკლო პროდუქტს ან მისი მოთხოვნისამებრ, უბრუნებს თანხას;
- თუ პროდუქტი არ აკმაყოფილებს უკან დაბრუნების კრიტერიუმებს და/ან აღმოჩნდა, რომ მომხმარებელმა განზრახ შეცდომაში შეიყვანა კომპანიის წარმომადგენელი, მიაწოდა მცდარი ინფორმაცია ან დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის დაუდევრობით, კომპანია უფლებამოსილია არ დაიტოვოს პროდუქტი და უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ განაცხადებს პროდუქტის ხარვეზის შესახებ მიღებიდან 12 საათის განმავლობაში, პროდუქტი ითვლება უნაკლოდ და მომხმარებელი კარგავს მისი გამოცვლის ან რაიმე ზიანის ანაზღაურების უფლებას.
კომპანია არაა პასუხისმგებელი წიგნის შეცვლაზე, თუ იგი დაზიანდა მისი გადმოცემის შემდგომ და არ არის გამოწვეული ქარხნული წუნით ან არ დაზიანებულა მიწოდებამდე.
იმ შემთხვევაში, თუ ნივთის გამოცვლა, ზიანის სხვაგვარად ანაზღაურება შეუძლებელია და ეს ზიანი გამოწვეულია ჩვენ მიერ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულების დარღვევით, თქვენ უფლება გაქვთ აირჩიოთ იმავე ღირებულების სხვა ნივთი ან მოითხოვოთ თანხის დაბრუნება;
თქვენ უფლება გაქვთ, გააუქმოთ შეკვეთა ჩაბარებამდე ნებისმიერ დროს. შეკვეთის აღებიდან მიწოდების ადგილამდე თქვენ მიერ მოთხოვნის გაუქმების შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ დაფაროთ ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად.