საბავშვო ლიტერატურული კონკურსი აზროვნების აკადემიაში

აზროვნების აკადემიის გამომცემლობა იწყებს საბავშვო ლიტერატურის კონკურსს!

კონკურსის მიზანია აღმოაჩინოს ადამიანები, რომლებიც გაამდიდრებენ და სიახლეებს შეიტანენ საბავშვო ლიტერატურის გამრავალფეროვნებასა და განვითარებაში.

კონკურსზე მიიღება როგორც საავტორო, ისე თარგმნილი საბავშვო პროზაული ნაწარმოებები.

გაეცანით კონკურსის წესებს:

ნაწარმოები წარმოდგენილი უნდა იყოს WORD დოკუმენტით, შრიფტი - Sylfaen, ზომა 11.

ჟანრი და თემატიკა არ არის შეზღუდული.

კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ერთზე მეტი ნაშრომიც.

ასაკობრივი კატეგორიები: 0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.

ნაშრომს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია ავტორის/მთარგმნელის შესახებ:

➡️ სახელი და გვარი;
➡️ საკონტაქტო ინფორმაცია;
➡️ მოკლე ბიოგრაფია.

საკონკურსო ფაილი უნდა გამოგზავნოთ მეილზე: azrakibooks.contest@gmail.com

❗ შენიშვნა: თარგმნილი ნაშრომის გამოგზავნისას გაითვალისწინეთ, რომ ტექსტი თარგმნილი უნდა იყოს მხოლოდ ორიგინალი ენიდან და ნაშრომის გადმოგზავნისას ნათარგმნ ტექსტს უნდა ახლდეს ორიგინალი ტექსტიც.

ნაშრომების მიღების ვადა: 11 ივლისიდან 1-ელი სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს ნაშრომი, რომელიც:

➡️ არ გამოიგზავნა მითითებულ ვადებში;
➡️ არის ენობრივად და სტილისტურად სრულად გაუმართავი.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება გამარჯვებული ნაწარმოებები, რომელთაც აზროვნების აკადემია შესთავაზებს ინდივიდუალურ კონტრაქტს.

შეთანხმების შემთხვევაში აზროვნების აკადემიის გამომცემლობა სრულად დააფინანსებს ნაშრომის გამოცემას არა უმცირეს 1000-იანი ტირაჟით.

კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი ნიმუშებისა თუ დასრულებული ტექსტების საავტორო უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობას იღებს აზროვნების აკადემიის გამომცემლობა.

გისურვებთ წარმატებას!