preloader
0322 15 15 40
  • წესები & პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • მიწოდების პოლიტიკა
  • დაბრუნება
აზროვნების აკადემიის გამომცემლობა
  • წიგნები
    • ფსიქოლოგია
    • ფილოსოფია
    • პედაგოგიკა
    • საბავშვო
    • სხვადასხვა
  • ფასდაკლებები და აქციები
  • შეხვედრა ავტორთან
  • სტატიები
  • კონტაქტი
შესვლა / რეგისტრაცია
Search
0 ფავორიტები
0 items / 0 ₾
მენიუ
აზროვნების აკადემიის გამომცემლობა
0 items 0 ₾
ბავშვთა ფსიქოანალიზი
მთავარი ფსიქოლოგია ბავშვთა ფსიქოანალიზი

ბავშვთა ფსიქოანალიზი

30 ₾

ზიგმუნდ ფროიდის კლინიკური და თეორიული აღმოჩენები მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე აფუძნებენ ფსიქოანალიზს, როგორც მოძღვრებას, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ადამიანის ფსიქიკური ცხოვრების, მისი ნორმისა და პათოლოგიის შინაგანი მექანიზმების გაგების საქმეში. ფსიქოანალიზის ძირითადი კონცეპტები, რომლებიც ქმნიან უკიდურესად რთულ თეორიულ ნაგებობას, ემყარება როგორც ბავშვობის ასაკის, ასევე ბავშვის კვლევას იმ კულტურული, ოჯახური და ენობრივი გარემოს გათვალისწინებით რომელშიც ის ცხოვრობს და ვითარდება, როგორც ენისა და სურვილის სუბიექტი.

ეს წიგნი სწორედ ბავშვთა ფსიქოანალიზს ეძღვნება და აერთიანებს ფრანგ ფსიქოანალიტიკოსთა ნაშრომებს, როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკოს მკვლევარებს ლაკანიანური თუ სხვა ფსიქოანალიტიკური სკოლებიდან საფრანგეთში, რაც ქართველი მკითხველისთვის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას გაეცნოს ბავშვთა ფსიქოანალიზის ფრანგულ სკოლას, გამორჩეულს განსაკუთრებული სიღრმითა და დახვეწილი კონცეპტუალური სისტემით, რომელიც ცენტრალურ მნიშვნელობას სუბიექტს, ენობრივ გარემოსა და მშობლების როლს ანიჭებს ბავშვის ფსიქიკურ ცხოვრებაში.

წიგნი განკუთვნილია, როგორც ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსების, პედაგოგებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის, ასევე მშობლებისა და ბავშვებთან მომუშავე კლინიკური ფსიქოლოგებისათვის.

კრებულში გაერთიანებული ფრანგ ავტორთა ნაშრომები ასოციაცია “ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის“ წევრებმა თარგმნეს, რომელიც აზროვნების აკადემიის თანადგომით გამოიცა.

გადახედვა
ფავორიტებში დამატება
0 ვიზიტორი ათვალიერებს ამ პროდუქტს ახლა
კატეგორია: გამოცემული წიგნები, ფსიქოლოგია
გაზიარება:
  • აღწერა
აღწერა

ავტორები და თემები:

▶ გიგა მამინაშვილი – წინასიტყვაობა
▶ სოფი მორგენსტერნი (SOPHIE MORGENSTERN) – “ფსიქოგენური მუტიზმის შემთხვევა”
▶ ფრანსუაზ დოლტო (FRANÇOISE DOLTO) – “წინასიტყვაობა მოდ მანონის წიგნისთვის –„პირველი შეხვედრა ფსიქოანალიტიკოსთან“”
▶ მოდ მანონი (MAUD MANNONI) – “ბავშვთა ფსიქოანალიზი ფროიდიდან დღემდე”
▶ კლოდ ბუკობზა (CLAUDE BOUKOBZA) – “ნარცისტული ჰემორალგიის რისკი დედასთან და მისი გავლენა ბავშვზე”
▶ კატრინ სალადენი (CATHERINE SALADIN) – “მოდ მანონისა და ფრანსუაზ დოლტოს შეხედულება დებილიზმზე”
▶ კატრინ ვანიე (CATHERINE VANIER) – “ბავშვის სიმპტომი”
▶ სერჟ ლებოვიცი (LEBOVICI SERGE) – “თაობათაშორისი (ინტერგენერაციული) ტრანსმისია და სიცოცხლის
ხის გამოყენების მნიშვნელობა ჩვილ ბავშვთა და მშობელთა კონსულტაციის დროს”

▶ ბერნარ გოლსი (BERNARD GOLSE) – “მესამე ტოპოლოგიის საჭიროება”
▶ რენე დიატკინი (RENÉ DIATKINE) – “ბავშვი ზრდასრულში ან ოცნების უსასრულო უნარი”
▶ ოლივიე დუვილი (OLIVIER DOUVILLE) – “მოზარდთა აღტაცება და შფოთვა სიყვარულის წინაშე”
▶ პატრიკ ლანდმანი (PATRICK LANDMAN) – “ფსევდო მეცნიერების რუპორთა ნაცვლად ბავშვებს და
მათ მშობლებს უსმინეთ”
▶ ალენ ვანიე (ALAIN VANIER) – “ნაგულისხმები სუბიექტი”

▶ მთარგმნელები: ▶ ელენე ბარამიძე, ▶ გიგა მამინაშვილი,▶ ვალერი ოთხოზორია, ▶ ნანუკა მაისაშვილი, ▶ ნანუკა მაისაშვილი, ▶ მაია კერვალიშვილი, ▶ გიორგი ხოფერია, ▶ ნინო ზარდიაშვილი

▶ დიზაინერი: დარია ცინცაძე

▶ ილუსტრაცია: ყდაზე გამოყენებულია ფსიქოანალიზის ისტორიაში პირველი ბავშვი პაციენტის, პატარა ჰანსის სახელით ცნობილი ჰერბერტ გრაფის ნახატი, რომელიც ფროიდისათვის დახატა.

▶ გვერდების რაოდენობა: 411

▶ყდა: რბილი

მსგავსი პროდუქტები

ფსიქიკის თამაშები ზურა მხეიძე რამაზ საყვარელიძე
სწრაფი ნახვა
ფავორიტებში დამატება
კალათაში დამატება

ფსიქიკის თამაშები

ზურა მხეიძე, რამაზ საყვარელიძე
28 ₾
ეპოქა და ადამიანები
სწრაფი ნახვა
ფავორიტებში დამატება
კალათაში დამატება

ეპოქა და ადამიანები

გელა ჩარკვიანი
28 ₾
ორი ლაზარეს ამბავი ირაკლი უგულავა
სწრაფი ნახვა
ფავორიტებში დამატება
კალათაში დამატება

ორი ლაზარეს ამბავი

ირაკლი უგულავა
18 ₾
მკითხველის მეგზური
სწრაფი ნახვა
ფავორიტებში დამატება
კალათაში დამატება

მკითხველის მეგზური

გურამ მეგრელიშვილი
18 ₾
აღზრდის ფსიქოლოგია ნინო ბუაძე
სწრაფი ნახვა
ფავორიტებში დამატება
კალათაში დამატება

აღზრდის ფსიქოლოგია

ნინო ბუაძე
28 ₾
ნაფიქრალი
სწრაფი ნახვა
ფავორიტებში დამატება
კალათაში დამატება

ნაფიქრალი

24 ₾
რეზო კორინთელი
სწრაფი ნახვა
ფავორიტებში დამატება
კალათაში დამატება

დინამიკური ფსიქიატრია – სიღრმის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის და ფსიქიატრიის შესახებ

35 ₾
ჰიპნოზი რამაზ საყვარელიძე
სწრაფი ნახვა
ფავორიტებში დამატება
კალათაში დამატება

ჰიპნოზი

რამაზ საყვარელიძე
28 ₾
განსხვავებული საზრისები ანდრო დგებუაძე
სწრაფი ნახვა
ფავორიტებში დამატება
კალათაში დამატება

განსხვავებული საზრისები

ანდრო დგებუაძე, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
28 ₾
Sold out
რეზო კორინთელი
სწრაფი ნახვა
ფავორიტებში დამატება
ვრცლად

დინამიკური ფსიქიატრია – მეორე ტომი

35 ₾
AZRAKIBOOKS 2023
payments
  • მენიუ
  • კატეგორიები
  • ფსიქოლოგია
  • ფილოსოფია
  • ბიზნესი
  • პედაგოგიკა
  • სხვადასხვა
  • გამოსაცემი წიგნები
  • წიგნები
    • ფსიქოლოგია
    • ფილოსოფია
    • პედაგოგიკა
    • საბავშვო
    • სხვადასხვა
  • ფასდაკლებები და აქციები
  • შეხვედრა ავტორთან
  • სტატიები
  • კონტაქტი
  • ფავორიტები
  • შესვლა / რეგისტრაცია
კალათა
დახურვა
შესვლა
დახურვა

დაგავიწყდა პაროლი?

არ გაქვს ანგარიში?

რეგისტრაცია
ბავშვთა ფსიქოანალიზი

ბავშვთა ფსიქოანალიზი

30 ₾
გადახედვა
ფავორიტებში დამატება
Start typing to see products you are looking for.
მთავარი
წიგნები
0 items კალათა
ანგარიში