რეზო კორინთელის სამაგიდო წიგნი: „დინამიკური ფსიქიატრია – სიღრმის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის და ფსიქიატრიის შესახებ“.წიგნი გამოვა ორ ტომად.
პირველ ტომში, რომელსაც სექტემბრის მეორე ნახევარში გაეცნობა მკითხველი, განხილულია სიღრმის ფსიქოლოგიის წინარე ეტაპი, მისი ძირითადი სკოლები, როგორიცაა ფროიდის, ადლერის, ჟანეს და ამ მიმართულებების თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ ნაჩვენებია შესაბამისი კლინიკური შემთხვევები; აგრეთვე ტვინისა და ფსიქიკის მიმართების საკითხი თანამედროვე ნეირომეცნიერების თვალსაზრისით.
მეორე ტომი ეხება იუნგის და ასაჯოლის ფსიქოთერაპიულ მიმართულებებს. მოკლედ არის მიმოხილული კლასიკური დინამიკური ფსიქიატრიის მომდევნო პერიოდი. აღწერილია მედიტაციის ფორმები და ვიზულიზაციის სხვადასხვა ტექნიკა. წიგნში ანალიტიკური ფსიქოლოგიის თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ მოყვანილია იუნგის მიერ აღწერილი კლინიკური შემთხვევები.
▶ რედაქტორი – მანანა ცინცაძე
▶ დიზაინერი – მაია სუმბაძე
▶ დამკაბადონებელი – ბესიკ დანელია
▶ გვერდების რაოდენობა – 322