ჰიპნოზი
28 ₾
ჰიპნოზის ყველა საიდუმლო დღემდე ამოხსნილი არ არის, რაც მას იდუმალების საფარველს უნარჩუნებს, ადამიანებს კი არ უნელებს ინტერესს მის მიმართ.
განასხვავებენ რამდენიმე სახის ჰიპნოზს: კლინიკურს, ექსპერიმენტულს, სადემონსტრაციოს, კრიმინალურს და ა.შ. ყოველ მათგანს აქვს გამოყენების თავისებური არეალი და ტექნიკა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ადამიანის აქტივობის ფსიქოფიზიოლოგიურ მექანიზმებზე.
ჰიპნოზის ფსიქოლოგიური საფუძველი, ხშირ შემთხვევაში, ილუზიაა. ტრანსში მყოფს კაუზალობის ილუზია ეუფლება და ჰიპნოტიზიორის ნათქვამს საკუთარ ფიქრებად განიცდის, რაც, ხშირად, სუგესტიის აღსრულების საფუძველია.
ზოგადად, ჰიპნოზის მაგვარ ფენომენებს ვაწყდებით ყველგან, სადაც ინფორმაციის უკრიტიკო, პასიური მიღება ხდება, რაც თავისთავად, ყოველთვის ცუდს არ ნიშნავს (მაგალითად, ბავშვის აღზრდა შეუძლებელი იქნებოდა ინფორმაციის უკრიტიკოდ მიღება რომ არ ახასიათებდეს). ინფორმაციის უკრიტიკოდ მიღება გვაზიარებს კულტურას, მათ შორის კრიტიკული აზროვნების კულტურას.
ერიხ ფრომს თუ დავესესხებით, თავისუფლებიდან გაქცევას ინფორმაციის პასიურად მიღება უდევს საფუძვლად.
ეს წიგნი არის ჰიპნოზის ბუნების, ფსიქოლოგიური მექანიზმების და მათი მრავალნაირი გამოვლინების შესახებ.
▶ საგამომცემლო ჯგუფი:
დაჩი ფაჩულია, გურამ მეგრელიშვილი, ლიზი პატარაია
▶ მთავარი რედაქტორი: მარიამ შუბლაძე
▶ დიზაინერი: დარია ცინცაძე
▶ გვერდების რაოდენობა: 188
▶ყდა: რბილი
ავტორი |
რამაზ საყვარელიძე |
---|