„ჩვენთვის მოყოლილი ამბები“ აზროვნების აკადემიის გამომცემლობის სერიაა, რომელიც ორი ტექსტისგან შემდგარ წიგნებს აერთიანებს. პირველი ტექსტი საბავშვო მოთხრობაა, რომლის პერსონაჟებშიც ბავშვები თავის თავს, ანდაც მეგობრებს ამოიცნობენ. წიგნის მეორე ნაწილი კი მშობლის მხარდამჭერი ტექსტია, რომელიც მოთხრობაში დასმულ აქტუალურ საკითხს სიღრმისეულად, ზრდასრულის პერსპექტივიდან განიხილავს.
სერიას, გარდა მხატვრული ღირებულებისა, შემეცნებითი დანიშნულებაც აქვს, ვინაიდან თითოეული წიგნისთვის შერჩეული თემა ყოველდღიური ცხოვრებიდან არის შთაგონებული. „ჩვენთვის მოყოლილი ამბები“ მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების ბავშვებთან მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. სერია ზრდასრულს დაეხმარება იყოს ბავშვის ცხოვრების ამა თუ იმ სირთულის დროს მისი თანამოაზრე, მხარდამჭერი და გულშემატკივარი.
მოთხრობის ტექსტი: ლიკა ჩხაიძე
ფსიქოლოგის რეკომენდაცია: ნინო ბუაძე
ილუსტრაციები: დარია ცინცაძე
რედაქტორი: გვანცა მგალობლიშვილი
მთავარი რედაქტორი: მარიამ ტურძილაძე
გვერდების რაოდენობა: 22
ყდა – რბილი