ნუ იფიქრებთ, რომ ამ მოთხრობაში არტურ კონან დოილის ცნობილი გმირის დედუქციური უნარებით დატკბებით, ასეთი შერლოკ ჰოლმსი ჯერ არ გინახავთ. მარკ ტვენი საკულტო პერსონაჟს ჩვეული სარკაზმნარევი იუმორით გვაცნობს და მოთხრობის მეორე ნაწილში ყველა კვანძი იხსნება.
ორივე ტექსტი პირველად ითარგმნა და გამოიცა ქართულად. იმედი გვაქვს, ქართველი მკითხველი ტომ სოიერის გაგრძელებებსაც ისე შეიყვარებს, როგორც პირველი ორი წიგნი უყვარს.
▶ პროექტის ავტორი: დაჩი ფაჩულია
▶ მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
▶ მთავარი რედაქტორი: მარიამ ტურძილაძე
▶ რედაქტორები: ლია დიდიძე, გვანცა მგალობლიშვილი
▶ ყდის დიზაინერი: დარია ცინცაძე
▶ გვერდების რაოდენობა: 235
▶ყდა: რბილი