რა მიყვარდა „ვეფხისტყაოსანში“ ბავშვობისას? გეოგრაფია და ზიჩის ნახატები. ბევრნაირი „ვეფხისტყაოსანი“ გვქონდა: ერთი, გუდიაშვილის ნახატებით იყო, მეორე – ქობულაძის და მგონი, საერთოდ ყველასი გვქონდა, ვისაც კი რამე დაუხატავს. ზოგიერთი „ვეფხისტყაოსანი“ სულ უსურათო იყო.
იმათ კითხვას, აბა, სად შევძლებდი?! ეტყობა, მხოლოდ ვათვალიერებდი, თან რაღაცებსაც მიამბობდნენ ხოლმე, იქიდან თუ დამამახსოვრდა მულღაზანზარი. ამ სახელზე დღემდე ვგიჟდები. არც ვიცი, ვინმეს თუ გამოუკვლევია, რომელიმე ენაზე რაიმე სიტყვათშეთანხმება თუა ასეთი. ზღვები, ციხე-სიმაგრეები, ქალაქები, გულანშარო – ყველაფერი მაშინ აღმოვაჩინე. ეს გულანშაროც ძალიან მომწონდა. ერთი მხრივ, მშიშარა ვაჭრები იყვნენ გამოსახულნი გუდიაშვილის ნახატზე, ნავში მსხდომნი, წამხდარნი, გაუბედურებულნი და, მეორე მხრივ, ავთანდილი, რომელსაც ხელში უცნაური ხმალი ეპყრა. ხმალი არც ეთქმოდა, რაღაც განიერი იყო. – კარგად მოიგონა გუდიაშვილმა. დღიურები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებსაერთოდ, გუდიაშვილის ილუსტრაციები ძალიან მაგარი იყო. გმირები არ ჰგავდნენ არც არაბებს, არც ინდოელებს, არც ჩინელებს და არც ქართველებს. საერთოდ, არავის არ ჰგავდნენ დედამიწის ზურგზე. რაღაცნაირად მოქნილებიც იყვნენ, მოუხელთებლად ელასტიკურები და გრძნობებიც ისეთი აჩნდათ, ბავშვი ვერ მიუხვდებოდა. ცოტათი საშიშიც კი იყო ეს ნახატები, მაგალითად, ხატაელთა მეფე რომ მოჰყავთ გაკო
ჭილი. ნახატები ბევრ რამეს გიამბობდნენ „ვეფხისტყაოსნის“შესახებ.
ქობულაძის ხმლები მომწონდა ძალიან, ზიჩთან კი– ტანსაცმელი.ზიჩის ნახატებში ყველა იყო ლამაზი და სიმპათიური. მაშინ ჰოლივუდი არ არსებობდა, მაგრამ, მგონი, ყველანი მსახიობები იყვნენ. სადღაც გამიგონია ზიჩის ნატურების შესახებ. მაშინ, როცა ის ხატავდა, „ვეფხისტყაოსნის“ ცოცხალი სურათები იყო პოპულარული საქართველოში. იმ დროის ლამაზი ქალები და კაცები ფოტოებს იღებდნენ შესაბამისი ჩაცმულობით. არ ვიცი, მგონი, ამის შესახებ საგანგებო გამოკვლევებიც არსებობს, ვინ დაიხმარა ზიჩიმ, რატომ და როგორ? საერ თოდ, ეს მაგარი თემა იქნებოდა – „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრების შესწავლა. აი, გუდიაშვილმა როგორც დახატა, რატომ
მაინცდამაინც ასე დახატა და არა სხვაგვარად? და ასე დაუსრულებლად.
ხომ ვამბობ, ბავშვისთვის თვალწარმტაცი, რა თქმა უნდა, უფრო ზიჩი იყო. ალბათ ქობულაძეც, მაგრამ ქობულაძე რაღაცნაირად მკაცრი იყო. მგონი, ზუსტად ისეთი სინათლეა ზიჩის ნახატებში, როგორიც შუა საუკუნეებს შეეფერება. ამას ახლა მივხვდი და არ ვიცი, თვითონ თუ ფიქრობდა, რომ შუა საუკუნეებში არ არსებობდა ისეთი სინათლე, ნახატზე ტახტზე ლაღად წამოგორებულ ავთანდილსა და ფატმანს რომ ადგათ ღამით.
გუდიაშვილი ისეთი იყო, რომ სამუდამოდ დაგამახსოვრდებოდა. მე რომ მკითხოთ, გუდიაშვილის ნახატები ყვე ლაზე მეტად ამჟღავნებს მხატვრის სამყაროს, მის მაშინდელგანწყობასა და მდგომარეობას.
ხელოვნებათმცოდნე და ექსპერტი ვერ ვარ, მაგრამ ახლა გუდიაშვილი მირჩევნია, რომ იყოს დასათვალიერებლად, აუცილებლად მის ნახატებს დავათვალიერებდი ერთად, წიგნის გარეშე. ეს ძალიან მაგარი იქნებოდა – „ვეფხისტყაოსანი“ მხოლოდ სურათებით.
ყველანაირი „ვეფხისტყაოსანი“ გვაქვს და ახლა შეიძლება ასეთებიც გამოვცეთ, მხოლოდ მხატვრების „ვეფხისტყაოსნები“, უტექსტოდ.
ასეთიც არსებობს საბჭოთა დროისა,ოღონდ არასრული. ამ შემთხვევაში გუდიაშვილი სულ სხვანაირად გამოჩნდებოდა და „ვეფხისტყაოსანიც“. ეს იქნებოდა ერთ-ერთი წაკითხვა, ასე ვთქვათ. თორემ, რაც მეცნიერებს „ვეფხისტყაოსანზე“ უმუშავიათ, რაც მისი სახისმეტყველება და ასეთი სერიოზული რაღაცები უკვლევიათ და უწერიათ,
მგონი, ერთი წიგნისთვის რეკორდული რაოდენობაც იქნება.
ეს არც არის გასაკვირი. ყველამ იცის, რომ ეს მთავარი წიგნია. თავიდანვე ასე გამოვიდა.
ჰოდა, ამიტომ, ვინ როგორ დახატა „ვეფხისტყაოსანი“, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ საქართველოში, საუკუნეთა განმავლობაში ყველა წერა-კითხვის მცოდნე ადამიანს თავისი „ვეფხისტყაოსანი“ ჰქონდა თავში. მგონი, არა მხოლოდ თავში, არამედ ძვალსა და რბილშიც.
ამონარიდი წიგნიდან „ვეფხისტყაოსანზე”
წიგნზე მეტის გასაგებად და შესაძენად👇