ბავშვი უფრო სწავლობს არა იმით, რასაც ვეუბნებით, არამედ იმით, რასაც ხედავს, ანუ იღებს ქცევით მოდელს.
ქცევითი მოდელი უაღრესად მნიშვნელოვანია. სხვანაირად ბავშვი ვერაფერს ისწავლის. ამიტომ ასეთი გამოთქმები (მიდგომები) – „ბავშვებს ქცევითი სტერეოტიპები არ უნდა მივცეთ, რადგან სტერეოტიპი ცუდია“ – აზრს მოკლებულია. არასწორია ისიც,
რომ სქესი თვითონ უნდა აირჩიოს, როცა გაიზრდება. ამ დროს არც ფსიქოლოგიაა გათვალისწინებული და არც გენდერული თავისებურებების მექანიზმი.
„სტერეოტიპი“ სალანძღავად არ არის გამოგონილი. სტერეოტიპი – ეს არის ფსიქიკის ფუნქცია, მოერგოს გარემოს. თქვენ რომ სტერეოტიპი არ გქონდეთ, ნიშნავს, რომ ყველა კარზე მუდმივად უნდა მიგითითონ: „ის კარია“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფრით გაიგებთ, რა არის კარი. სტერეოტიპი ხელს უწყობს ფსიქიკური პროცესების ეკონომიას: კონკრეტულ ინფორმაციას ვფლობ და შესაბამისად ვიქცევი, რადგანაც გარკვეული ცოდნა მაქვს.
ბავშვი თქვენგან ელოდება ქცევის მაგალითს. მაგალითად, მას უჭირს დასწავლა, მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება მისთვის საკმარისი არ არის. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა ბევრი იკითხოს, არ კმარა ვუმეოროთ – „წიგნები იკითხე!“. ის უნდა ხედავდეს, რომ ჩვენც ვკითხულობთ.
ამონარიდი ზურა მხეიძის წიგნიდან – “სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში“
შეიძინე წიგნი აქ