წესები და პირობები


მოცემული წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და academybooks.ge-ს შორის მიღწეულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს ვებ-გვერდით სარგებლობის წესებს.

ზოგადი დებულებები

academybooks.ge -ს პროდუქტის შეძენისა თუ მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ ეთანხმებით ვებ-გვერდზე მითითებულ წესებსა და პირობებს.

academybooks.ge იტოვებს უფლებას, წესები და პირობები საჭიროებისამებრ შეცვალოს, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე. ცვლილებებამდე შეძენილ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე გავრცელდება ის წესები, რომელიც ძალაში იყო შეძენის მომენტში.

რეგისტრაცია

პროდუქტის ან მომსახურების შესაკვეთად, მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისთვის სავალდებულოა პიროვნება იყოს სრულწლოვანი. პასუხისმგებლობა რეგისტრაციის დროს შეყვანილ ინფორმაციაზე ეკისრება მომხმარებელს.

academybooks.ge იღებს ვალდებულებას, მითითებული ინფორმაცია შეინახოს კონფიდენციალურად და გასცეს მხოლოდ პროდუქტის/მომსახურების მიწოდებაზე პასუხისმგებელ მხარეებზე.

შეკვეთის განთავსებისა და მიწოდების პირობები

  • შეკვეთა გაფორმებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი თანხმობას განაცხადებს academybooks.ge-ს წესებსა და პირობებზე.
  • პროდუქტს ვაწვდით მთელი საქართველოს მასშტაბით.
  • შეკვეთის განთავსების შემდეგ ოპერატორი უკავშირდება მომხარებელს და ათანხმებს მიწოდების დღესა და სხვა დეტალებს. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებულ დროს მომხმარებელი არ იქნება მითითებულ მისამართზე, პროდუქტი დაბრუნდება academybooks.ge-ს მთავარ ოფისში, მისამართზე: თინა იოსებიძის N57. პროდუქტის საფასური კი დაუბრუნდება მომხმარებელს.
  • მომხმარებლის მიერ, ადგილიდან გატანის სერვისის სარგებლობისას, პროდუქციის ადგილიდან გატანა შესაძლებელია აზროვნების აკადემიის ორივე მაღაზიიდან: – თინა იოსებიძის N57; ირაკლი გამრეკელის N41.
  • შეძენილი პროდუქტის მიწოდების ვადებისა და ფასების შესახებ მომხმარებელი ინფორმაციას იღებს შეკვეთის გაფორმებამდე.

ანგარიშსწორების პირობები

academybooks.ge-ზე პროდუქტის ან მომსახურების ღირებულების გადახდა შესაძლებელია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული (VISA და MASTERCARD) სისტემების საგადასახადო ბარათებით, ან ნაღდი ანგარიშსწორებით.

მიწოდება

  • პროდუქციის მიწოდება ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით. მიწოდების სერვისით სარგებლობა ფასიანია. მიწოდების საფასური განისაზღვრება მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართისა და პროდუქტის წონის მიხედვით. მიწოდების ვადებისა და ფასების შესახებ მომხმარებელი ინფორმაციას იღებს შეკვეთის გაფორმებამდე.
  • პროდუქტის შეძენის შემდეგ, ოპერატორი უკავშირდება მომხმარებელს სამუშაო საათებში (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00) და ათანხმებს მიწოდების დროს. თუ აღნიშნულ დროს მყიდველი არ იქნება მის მიერ მითითებულ მისამართზე, კომპანია ნივთს აბრუნებს academybooks.ge – ს ცენტრალურ ფილიალში, მისამართზე: თინა იოსებიძის N57. მყიდველი ვალდებულია სწორედ ამ მისამართიდან გაიტანოს შეძენილი პროდუქტი.
  • იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ პროდუქტს აღმოაჩნდება წუნი, მომხმარებელმა არაუმეტეს 12 საათისა უნდა აცნობოს academybooks.ge-ს ადმინისტრაციას, ვებ-გვერდზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის, ან გამომცემლობის ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით.

პროდუქტის დაბრუნების პირობები

academybooks.ge შეკვეთის გაფორმებამდე მიუთითებს პროდუქტის ადგილზე მიტანის დაახლოებით დროს, თუმცა, არ იღებს პასუხისმგებლობას მის დაგვიანებით ჩამოსვლაზე.

პროდუქტის შეცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • წიგნს გააჩნია ფიზიკური დაზიანება;
  • წიგნს აკლია თუნდაც ერთი გვერდი;
  • წიგნის შინაარსობრივი ან ვიზუალური მხარე არ ემთხვევა/განსხვავდება ვებ-გვერდზე განთვსებული მასალისგან;
  • შეცდომით მიღებულ იქნა სხვა წიგნი;

ზემოთ მოცემული შემთხვევიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, კომპანიას არსებული ვითარების შესახებ შეატყობინოს პროდუქტის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში.
გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:

2. უკან დასაბრუნებელი პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • არ იყოს დაზიანებული;
  • არ აკლდეს გვერდები;
  • არ იყოს დასვრილი;
  • არ ჰქონდეს წარწერა;

უკან დაბრუნებული პროდუქტის შემოწმება ხდება academybooks.ge-ს საწყობში, შესაბამისი პერსონალის მიერ; თუ პროდუქტი აკმაყოფილებს უკან დაბრუნების კრიტერიუმებს, academybooks.ge მომხმარებელს უგზავნის ახალ, უნაკლო პროდუქტს ან მისი მოთხოვნისამებრ, უბრუნებს თანხას;

თუ პროდუქტი არ აკმაყოფილებს უკან დაბრუნების კრიტერიუმებს და/ან აღმოჩნდა, რომ მომხმარებელმა განზრახ შეცდომაში შეიყვანა კომპანიის წარმომადგენელი, მიაწოდა მცდარი ინფორმაცია ან დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის დაუდევრობით, კომპანია უფლებამოსილია არ დაიტოვოს პროდუქტი და უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ განაცხადებს პროდუქტის ხარვეზის შესახებ მიღებიდან 12 საათის განმავლობაში, პროდუქტი ითვლება უნაკლოდ და მომხმარებელი კარგავს მისი გამოცვლის ან რაიმე ზიანის ანაზღაურების უფლებას.