როდესაც ნიცშე ატირდა

ირვინ იალომი რომანში „როდესაც ნიცშე ატირდა“ გვამოგზაურებს მე-19 საუკუნის ვენაში, სადაც თვითგამორკვევის, სიყვარულისა და საბედისწერო შეხვედრათა დრამა თამაშდება. იოზეფ ბროიერი, ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თავისი სამედიცინო კარიერის მწვერვალზეა. ფრიდრიხ ნიცშე, ევროპის უდიდესი, მაგრამ ჯერ უცნობი ფილოსოფოსი, სასოწარკვეთის უფსკრულში გადაჩეხის ზღვარზეა, სუიციდური აზრები იპყრობს, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილები ტანჯავს. ბროიერი თანხმდება, უმკურნალოს ნიცშეს საუბრით, თუმცა ბოლოს ვინ აღმოჩნდება ექიმი და ვინ – პაციენტი? ამას მკითხველი თავად გაიგებს.