ფილოსოფიური ძიების ქრონიკები
რა არის არსი ყველაფრისა, რაც არსებობს? – ასეთ შეკითხვას სვამდნენ ბერძენი ფილოსოფოსები და პასუხად გასცემდნენ: ყოველნაირი არსების არსი თვითონ ყოფნაა. ყოფნაა ის, რაც კი ყოველთვის იყო, არის და იქნება, რადგან იგი მარადიული, საერთო და უმაღლესია. მისკენ ისწრაფვის სული. მისკენ ისწრაფვის გონება. მისკენ სწრაფვით მაღლდება ადამიანი.