სტატიები

„მთვარის მონათხრობი ამბები” – ლალი კოპალიანი

რა მიამბო მთვარემ

„რა მიამბო მთვარემ“ გენიალური დანიელი მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის -უცნობი შედევრი, რომელიც ჩვენამდე ონკოლოგთა დიდ წრეში მოღვაწე, ქართველმა დოქტორმა ბატონმა ზაზა უჯმაჯურიძემ ისე ლამაზად „გადმოხატა“ქართულად, თითქოს ფერთა გამაში მოამწყვდიაო „მთვარის მონათხრობი“…

კითხულობ ამ სადა, მარტივი ენით შექმნილ ქმნილებას, გითრევს ჭაობივით, მაგრამ, სამაგიეროდ, „ამოდიხარ“ მზესავით გაბდღვიალებული… უშუალოდ ხდები მონაწილე ყოველი წუთის, საუბრობ მთვარის ენით და მოგზაურობ მასთან ერთად…

იმას, რაც დამალულია ყოვლით, მთვარე რენდგენივით ამზეურებს, როგორი კეთილი და მიმტევებელია, ელოდება მოვლენის დასასრულს და დასკვნას ლამაზად „გადაფოჩილს“ წარმოგვიდგენს!..თითქოს სურნელსაც გრძნობს, ფერსაც, და სიდიდეს დედამიწელების…არის თბილი, კოცნის როგორც პატარძალს, ასევე უმანკო, პატარა არსებას, რომელმაც წინა დღის მცირედი ონავარობა, მეორე დღისით გამოასწორა!..

რაღა ბევრი გავაგრძელო, „აზროვნების აკადემიაში“ შევიძინე ეგ საგანძური. გირჩევთ თქვენც, ასაკის მიუხედავად, ძალზედ უცნაურ, მთვარის თვალით დანახულ ყოველდღიურობაში გამოგზაურებთ!..