სტატიები

ფსიქოთერაპია, როგორც დედის ფუნქციის ანალოგი – რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპია, როგორც დედის ფუნქციის ანალოგი – რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპია არის თანამშრომლობის სავარჯიშო და ტესტი. პაციენტისა და თერაპევტის მიზნები და ინტერესები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.

პირველი წესი არის პაციენტის გულის მოგება. მეორე – თერაპევტი არასდროს არ უნდა ფიქრობდეს საკუთარ წარმატებაზე.

პაციენტის კეთილგანწყობის მოპოვების და შემდგომ გარემოზე მისი გადატანის ეს მეთოდი ანალოგიურია დედის ფუნქციისა. დედობის სოციალური მოვალეობა ბავშვისთვის საზოგადოების მნიშვნელობის ახსნა-განმარტებასა და მისი საზოგადოებრივ სივრცეში შეყვანაში მდგომარეობს. თუ დედა ამ მოვალეობას ვერ ასრულებს, მაშინ ეს მოვალეობა მოგვიანებით დაეკისრება ექიმს, რომელიც შეზღუდულია, რომ ეს დავალება შეასრულოს.

დედას, ფიზიკური და ფსიქიკური ურთიერთობების მხრივ, უზარმაზარი უპირატესობა აქვს. ის ფლობს სიყვარულისა და მეგობრობის უდიდეს გამოცდილებას, რაც ბავშვს ოდესმე ექნება. მისი მოვალეობაა გონებრივად დააკავშიროს მზარდი ბავშვი საკუთარ თავთან (დედასთან), ისევე, როგორც მას ადრე ფიზიკური კავშირის, ორსულობის დროს ჰქონდა; იგი ასაზრდოებს ბავშვის მზარდ ცნობიერებას საზოგადოების, შრომისა და სიყვარულის შესახებ ჭეშმარიტი, ჯანსაღი წარმოდგენებით. ამ გზით ის თანდათან გარდაქმნის ბავშვის დედისადმი სიყვარულსა და დამოკიდებულებას საზოგადოებისა და მთელი გარემოს მიმართ კეთილგანწყობილ, თავდაჯერებულ და საპასუხისმგებლო ქცევად. ეს არის დედობის ორმხრივი ფუნქცია, მისცეს ბავშვს მოყვასთან მეგობრული ურთიერთობის მაქსიმალური გამოცდილება და შემდეგ გაავრცელოს იგი სხვებთან დამოკიდებულებაზე, რათა საბოლოოდ მან ეს ცხოვრების სტილად აქციოს.