Showing all 14 results

ჩვენება 9 24 36

ფსიქიკის თამაშები

28 

როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქიკა სხვადასხვა სიტუაციაში; რა ტიპის ფსიქოლოგიური ზემოქმედების ხერხები არსებობს; რა მიმართებაა დროსა და ემოციას შორის; რა „ხაფანგებს“ გვიგებს კრიზისები; რას ამბობს ჩვენი სხეული ჩვენსავე თავზე და სხვებთან დამოკიდებულებებზე − წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის, ვისაც ჩამოთვლილი თემები აინტერესებს.

ბავშვთა ფსიქოანალიზი

30 

ზიგმუნდ ფროიდის კლინიკური და თეორიული აღმოჩენები მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე აფუძნებენ ფსიქოანალიზს, როგორც მოძღვრებას, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ადამიანის ფსიქიკური ცხოვრების, მისი ნორმისა და პათოლოგიის შინაგანი მექანიზმების გაგების საქმეში. ფსიქოანალიზის ძირითადი კონცეპტები, რომლებიც ქმნიან უკიდურესად რთულ თეორიულ ნაგებობას, ემყარება როგორც ბავშვობის ასაკის, ასევე ბავშვის კვლევას იმ კულტურული, ოჯახური და ენობრივი გარემოს გათვალისწინებით რომელშიც ის ცხოვრობს და ვითარდება, როგორც ენისა და სურვილის სუბიექტი.

ეს წიგნი სწორედ ბავშვთა ფსიქოანალიზს ეძღვნება და აერთიანებს ფრანგ ფსიქოანალიტიკოსთა ნაშრომებს, როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკოს მკვლევარებს ლაკანიანური თუ სხვა ფსიქოანალიტიკური სკოლებიდან საფრანგეთში, რაც ქართველი მკითხველისთვის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას გაეცნოს ბავშვთა ფსიქოანალიზის ფრანგულ სკოლას, გამორჩეულს განსაკუთრებული სიღრმითა და დახვეწილი კონცეპტუალური სისტემით, რომელიც ცენტრალურ მნიშვნელობას სუბიექტს, ენობრივ გარემოსა და მშობლების როლს ანიჭებს ბავშვის ფსიქიკურ ცხოვრებაში.

წიგნი განკუთვნილია, როგორც ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსების, პედაგოგებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის, ასევე მშობლებისა და ბავშვებთან მომუშავე კლინიკური ფსიქოლოგებისათვის.

კრებულში გაერთიანებული ფრანგ ავტორთა ნაშრომები ასოციაცია “ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის“ წევრებმა თარგმნეს, რომელიც აზროვნების აკადემიის თანადგომით გამოიცა.

უფრო ახლოს სხეულთან

30 

„უფრო ახლოს სხეულთან“, იგივე „ტონოპლასტიკა“ არის წიგნი, რომელიც სხვადასხვა ფსიქოფიზიკური სავარჯიშოებით გვეხმარება იმ დაძაბულობებისგან გათავისუფლებაში, რომელიც ჩვენს სხეულში სტრესის და სხვადასხვა უსიამოვნო განცდების შედეგად არის დარჩენილი.

რას გვაძლევს ტონოპლასტიკა

ტონოპლასტიკა გვეხმარება

დაღლილობის მოხსნასა და არიდებაში,

შრომისუნარიანობის ამაღლებაში,

მახსოვრობის გაუმჯობესებაში

ტონოპლასტიკა გვეხმარება

სხვებთან ურთიერთობისას თავი ვიგრძნოთ თავისუფლად, თავდაჯერებულად და მსუბუქად,

ყველაზე საპასუხისმგებლო სიტუაციებში

ვიყოთ გულისყურით და მშვიდად,

გავთავისუფლდეთ შიშებისა და მოუსვენრობისგან

ვეფხისტყაოსანზე

24 

ყველა კულტურას თავისი ლიტერატურული ქვაკუთხედი გააჩნია. საქართველოსთვის ეს „ვეფხისტყაოსანია“, რომლის თითოეული სტროფი ცხოვრებისეულ გაკვეთილს წარმოადგენს. იგი გმირების თავგადასავალია, სადაც პერსონაჟები გვევლინებიან, როგორც სამაგალითო მეგობრები, მიჯნურები და ზოგადად, სამაგალითო ადამიანები.

წინამდებარე წიგნიც ერთგვარი თავგადასავალია – თავგადასავალი „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროში. ამ წიგნში შეხვდებით რჩევებს, მაგალითად, თუ როგორ უნდა წაიკითხოთ ეს პოემა (მანანა თანდაშვილის სტატია), რა ფსიქოლოგიური სიღრმეები იმალება პერსონაჟთა ქცევებსა თუ სიტყვებში (რეზო კორინთელის სტატია). ზურაბ კიკნაძის სტატიაში საშუალება გექნებათ გაიაზროთ თუ რა სიმბოლოები გვხვდება რუსთაველის პოემაში. ლევან გიგინეიშვილის, ნანა ჩაჩუასა და ანდრო დგებუაძის სტატიებში გაეცნობით ეპოსის ფილოსოფიურ მხარეებს.

სიყვარული

28 

“Amo, ergo sum” – “მიყვარს, მაშასადამე ვარსებობ” არის ბრიტანელი პოეტის კეტლინ რეინის ერთ-ერთი ლექსის სახელწოდება, რომელშიც იგი აჩვენებს თუ რა არსებითი კავშირი აქვს სიყვარულს არსებობასა და სიცოცხლესთან. წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია აზროვნების აკადემიაში სიყვარულის ირგვლივ გამართული საუბრები. განხილულია სიყვარულის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ასპექტები, სიყვარულის რა განსხვავებული ტიპი არსებობს, როგორ ვლინდება სიყვარული ცალკეულ ფსიქოტიპში და როგორ არის შესაძლებელი მათი ურთიერთშეწყობა, რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული ურთიერთობებსა და გარემომცველ სამყაროსთან დამოკიდებულებაში, რას ფიქრობდნენ სიყვარულის შესახებ ფილოსოფოსები და რით არის მნიშვნელოვანი ეს ნააზრევი ჩვენთვის და დასასრულს კი მსჯელობა ეხება იმ საკითხს, თუ რატომ უნდა წარმოვიდგინოთ სიყვარული, როგორც არსებობის აუცილებელი პირობა.

ჰიპნოზი

28 

ჰიპნოზის ყველა საიდუმლო დღემდე ამოხსნილი არ არის, რაც მას იდუმალების საფარველს უნარჩუნებს, ადამიანებს კი არ უნელებს ინტერესს მის მიმართ.

განასხვავებენ რამდენიმე სახის ჰიპნოზს: კლინიკურს, ექსპერიმენტულს, სადემონსტრაციოს, კრიმინალურს და ა.შ. ყოველ მათგანს აქვს გამოყენების თავისებური არეალი და ტექნიკა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ადამიანის აქტივობის ფსიქოფიზიოლოგიურ მექანიზმებზე.

ჰიპნოზის ფსიქოლოგიური საფუძველი, ხშირ შემთხვევაში, ილუზიაა. ტრანსში მყოფს კაუზალობის ილუზია ეუფლება და ჰიპნოტიზიორის ნათქვამს საკუთარ ფიქრებად განიცდის, რაც, ხშირად, სუგესტიის აღსრულების საფუძველია.

ემოციები

28 

კაცობრიობის ევოლუციის პროცესში, დიდი მოაზროვნეები ცდილობდნენ გაერკვიათ, საიდან იბადება ემოცია, გულიდან თუ გონებიდან და კარგია თუ ცუდი საკუთარი განცდების გარეთ გამოტანა.

თანამედროვე ფსიქოლოგია ემოციებს, ემოციურ ინტელექტს განსაკუთრებულ  მნიშვნელობას ანიჭებს და მას ადამიანად ყოფნის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორიად თვლის.

„აზროვნების აკადემიის“ სივრცეში მოწვეული ცნობილი ლექტორები მკითხველთა ფართო აუდიტორიას საკუთარ, მეცნიერულად დასაბუთებულ, მოსაზრებას უზიარებენ ემოციებთან დაკავშირებით – იქნება ეს ემოციური თვითრეგულაციის მნიშვნელობა თუ ემოციური გადაწვა. წიგნი თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ რჩევებსაც შეიცავს და კარგი დამხმარე საშუალებაა პიროვნული თვითგანვითარების გზაზე.

 

მიჯაჭვულობების ფსიქოლოგია – მარინა კაჭარავა

28 

იუნგის მიხედვით რომ დაგვეწერა ათი მცნება, ერთ-ერთი ამ ათ შორის იქნებოდა, რომ ინდივიდუაციის გზაზე მიჯაჭვულობებისგან (ადიქციებისგან) გავთავისუფლებულიყავით.

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, საკუთარ წიგნში „მიჯაჭვულობების ფსიქოლოგია“, დეტალურად განიხილავს მთავარ გამოწვევებს თანამედროვე სამყაროში, რაც მიჯაჭვულობებთან კავშირში შეიძლება იყოს.

ინტერნეტდამოკიდებულება, გემბლინგი (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება), სასმელდამოკიდებულება, ნარკოდამოკიდებულება, სააფთიაქო ნარკომანია, კვებითი დარღვევები  თუ სხვა ტიპის მანიები საუკუნის უდიდესი გამოწვევებია.

წიგნში განხილულია მიჯაჭვულობის ყველაზე გავრცელებული სახეები და შემოთავაზებულია პრობლემის დაძლევის გზები, რომლის საშუალებითაც ინდივიდს შეუძლია გავლენა იქონიოს საკუთარ ცხოვრებასა და გარემოცვაზე.

აღზრდა აკრძალვების გარეშე (?!)

28 

ქეთევან ოსიაშვილის წიგნი ,,აღზრდა აკრძალვების გარეშე(?!)“  განკუთვნილია მშობლების, ფსიქოლოგების, პედაგოგების,  სტუდენტებისა და ბავშვის განვითარების ასპექტებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.

თვითშეფასება

28 

„კარლ გუსტავ იუნგი ამბობს, რომ ობიექტური რეალობა ისეთია, როგორადაც ინდივიდი აღიქვამს ამ ობიექტურობას. ჩვენს ადგილს სამყაროში განსაზღვრავს საკუთარი თვითშეფასება, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებით, აღზრდის სტილითა თუ გარემოთი არის განპირობებული და ზოგჯერ უკიდურესად დაბალია, ზოგჯერ კი უკიდურესად მაღალი.
სწორი თვითშეფასების ჩამოყალიბება, რაც არსებულ წარმოდგენებსა და საკუთარი თავის შესახებ ფიქრებში ბალანსის დაცვას გულისხმობს, არის ადამიანისთვის ჭეშმარიტი და სრულფასოვანი ცხოვრების საფუძველი.

წინამდებარე კრებულში თავმოყრილია აზროვნების აკადემიაში წაკითხული ლექციები, რომლებიც საკითხით დაინტერესებულ მკითხველს ჯანსაღი თვითშეფასების ძირეული ელემენტების გაცნობაში დაეხმარება.“

ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია

28 

წიგნი ჩვენი ყოფის ყველა ეტაპის მიმოხილვა და ანალიზია. რატომ გვაქვს მაღალი ან დაბალი თვითშეფასება, საიდან იღებს სათავეს დეპრესია, რა არის ნევროზებისა და აკვიატებების სათავე, კარგია თუ ცუდი კრიზისი ჩვენს ცხოვრებაში და რა კოდირებულ ინფორმაციას ინახავს არაცნობიერი, რომელიც ერთი დიდი საცავივით სავსეა ჩვენი ბავშვობის ამბებით.

სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში

28 

ზურა მხეიძის საუბრებიდან ყოველთვის ახალს აღმოაჩენ, იქაც კი, სადაც ათასჯერ გაგივლია და აღარ აქცევ ყურადღებას, რადგან გგონია, რომ ყველაფერი იცი.

დინამიკური ფსიქიატრია – მეორე ტომი

35 

წიგნის მეორე ტომი ეხება კარლ გუსტავ იუნგისა და რობერტო ასაჯოლის ფსიქოთერაპიულ მიმართულებებს. მოკლედ არის მიმოხილული კლასიკური დინამიკური ფსიქიატრიის მომდევნო პერიოდი. აღწერილია მედიტაციის ფორმები და ვიზუალიზაციის სხვადასხვა ტექნიკა. წიგნში, ანალიტიკური ფსიქოლოგიის თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ, მოყვანილია იუნგის მიერ აღწერილი კლინიკური შემთხევები.

დინამიკური ფსიქიატრია – სიღრმის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის და ფსიქიატრიის შესახებ

35 

რეზო კორინთელის სამაგიდო წიგნი: „დინამიკური ფსიქიატრია – სიღრმის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის და ფსიქიატრიის შესახებ“.

 

პირველ ტომში განხილულია სიღრმის ფსიქოლოგიის წინარე ეტაპი, მისი ძირითადი სკოლები, როგორიცაა ფროიდის, ადლერის, ჟანეს და ამ მიმართულებების თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ ნაჩვენებია შესაბამისი კლინიკური შემთხვევები; აგრეთვე ტვინისა და ფსიქიკის მიმართების საკითხი თანამედროვე ნეირომეცნიერების თვალსაზრისით.