„ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების მსგავსად თანამედროვეობაშიც შეიძლება წერდნენ წერილებსა და დღიურებს, სწორედ ასეთია აკა მორჩილაძის დღიურები თავად „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. აგრეთვე, წიგნში ერთ-ერთი სტატიის სახით შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ დათო ტურაშვილის მიერ აღქმულ „ვეფხისტყაოსანს“.
დასასრულ, „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ობიექტურად ღირებული ტექსტია, ყოველთვის შესაძლებელია აღიქმებოდეს სუბიექტურად, ყველას შეუძლია დაინახოს ეს პოემა თავისი გადმოსახედიდან. წინამდებარე წიგნში სწორედ რამდენიმე ავტორის თვალით დანახულ პოემას გაეცნობით.
კრებულის თემები და ავტორები:
▶ ზურაბ კიკნაძე – „ვეფხისტყაოსნის“ ორი სამეფო და ისტორიის დასასრული
▶ აკა მორჩილაძე – დღიურები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ
▶ ლევან გიგინეიშვილი – „ვეფხისტყაოსნის“ იერარქია
▶ რეზო კორინთელი – სიღრმის ფსიქოლოგია „ვეფხისტყაოსანში“
▶ ანდრო დგებუაძე – „ვეფხისტყაოსანი“, როგორც აზროვნების გზაჯვარედინი
▶ დათო ტურაშვილი – ჩემი „ვეფხისტყაოსანი“
▶ ნანა ჩაჩუა – სამყაროს უნივერსალური პრინციპი ანუ ფატმანი და…
▶ მანანა თანდაშვილი – როგორ წავიკითხოთ „ვეფხისტყაოსანი“
▶ საგამომცემლო ჯგუფი:
დაჩი ფაჩულია, გურამ მეგრელიშვილი, მარიამ შუბლაძე
▶ რედაქტორები: ციური გვენეტაძე, ლანა ჭელიძე
▶ დიზაინერი: დარია ცინცაძე
▶ გვერდების რაოდენობა: 202
▶ყდა: რბილი