ფსიქიკის თამაშები
28 ₾ Original price was: 28 ₾.17 ₾Current price is: 17 ₾.
როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქიკა სხვადასხვა სიტუაციაში; რა ტიპის ფსიქოლოგიური ზემოქმედების ხერხები არსებობს; რა მიმართებაა დროსა და ემოციას შორის; რა „ხაფანგებს“ გვიგებს კრიზისები; რას ამბობს ჩვენი სხეული ჩვენსავე თავზე და სხვებთან დამოკიდებულებებზე − წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის, ვისაც ჩამოთვლილი თემები აინტერესებს.
„ფსიქიკის თამაშები“ თავდაპირველად სალონური საუბრების ფორმატით შედგა აზროვნების აკადემიის სივრცეში. შეხვედრებს თავიდანვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აუდიტორიის მხრიდან გამოითქვა არაერთი საინტერესო მოსაზრება, რამაც მასალის გადამუშავებისა და წიგნის გამოცემისკენ გვიბიძგა.
წიგნი პოპულარული ენით არის დაწერილი და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის. ზურა მხეიძისა და რამაზ საყვარელიძის თხრობის სტილი, მაგალითები როგორც პირადი, ისე სხვათა სამეცნიერო კვლევებიდან, მკითხველს საშუალებას აძლევს მარტივად გაიაზროს ერთი შეხედვით რთული საკითხები.
▶ მთვარი რედაქტორი – მარიამ ტურძილაძე
▶ რედაქტორი – ანა მხეიძე
▶ ყდის დიზაინერი – ბესიკ დანელია
▶ ფოტოები – იური მეჩითოვი
▶ გვერდების რაოდენობა – 140
▶ ყდა – რბილი
ავტორი |
ზურა მხეიძე ,რამაზ საყვარელიძე |
---|