მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან
28 ₾ Original price was: 28 ₾.20 ₾Current price is: 20 ₾.
ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისი ლექციები მერაბ მამარდაშვილმა დაიწყო შემდეგი სიტყვებით: „მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან თქვენს ობლობასა და მიტოვებულობაში”. მოცემული წიგნი არის მცდელობა, რომ გავიაზროთ თუ რა მოხდა ამ შეხვედრის დროს, ვინ იყო მერაბ მამარდაშვილი და რა გამოცდილება და მემკვიდრეობა დაგვრჩა ფილოსოფოსთან შეხვედრიდან.
წიგნში მკითხველს საშუალება ეძლევა, რომ მამარდაშვილის პიროვნებასა და ნააზრევს გაეცნოს სხვადასხვა მხრიდან: თუ რა მოგონებები აკავშირებთ მერაბთან მის უახლოეს მეგობრებს, თუ როგორ ესმით და როგორ იაზრებენ მის ფილოსოფიას დღეს ქართველი ავტორები და აგრეთვე შეეძლება გაეცნოს უშუალოდ მის ფილოსოფიასაც.
ავტორები და თემები:
▶ ულდის ტირონი – “მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან” (ინგლისურიდან თარგმნა დაჩი ფაჩულიამ)
▶ ზურაბ კიკნაძე – “ქმნადობაა ყველაფერი, შედეგი ამაოა”
▶ ლევან გიგინეიშვილი – “მამარდაშვილი – სამშობლო და ჭეშმარიტება”
▶ დაჩი ფაჩულია – მერაბ მამარდაშვილი – “ცნობიერების ტრიქოტომია და ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაზე”
▶ ანა ქირია – “ყოფიერების მანიფესტი, ანუ ყოფიერების როგორც „სხვა ცხოვრების“ გაგება მერაბ მამარდაშვილთან”
▶ იური სენოკოსოვი – “შეხვედრა” (რუსულიდან თარგმნა დაჩი ფაჩულიამ)
▶ მერაბ მამარდაშვილი – “ადამიანის პრობლემა ფილოსოფიაში” (რუსულიდან თარგმნა დაჩი ფაჩულიამ)
▶ ოლესია ფოკინა – “მერაბის დღე გრძელდება” – (ოლესია ფოკინას ინტერვიუ ალექსანდრე პიატიგორსკისთან) (რუსულიდან თარგმნა დაჩი ფაჩულიამ)
▶ მერაბ მამარდაშვილი – ბიბლიოგრაფია
გამოცემაზე იმუშავა გურამ მეგრელიშვილმა
▶ მთარგმნელი: დაჩი ფაჩულია
▶ მთავარი რედაქტორი: მარიამ შუბლაძე
▶ რედაქტორი: რეზო გოგია
▶ დიზაინერი: დარია ცინცაძე
▶ გვერდების რაოდენობა: 242
▶ ყდა: რბილი
ავტორი |
მერაბ მამარდაშვილი |
---|