ნანომტი ამტომი

28 

ფიქრობ, რომ მამონტები ათასობით წლის წინ გადაშენდნენ? რას იზამდი, საკუთარი თვალით რომ დაგენახა პალეონტოლოგიის მუზეუმში გამოღვიძებული პატარა მამონტი? წამოგვყევი თავგადასავალში და გაიცანი ტირანოზავრის მოლაპარაკე ჩონჩხი, კეთილი ბიჭუნა სახელად იო, გემის კაპიტანი და წერა-კითხვის მოყვარული, ბეჯითი მამონტი ანტონი. ერთად გავიგოთ, შეძლებენ თუ არა ქალაქის მაცხოვრებლები დაკარგული მამონტის შინ დაბრუნებას.
წიგნს ახლავს სახალისო-შემეცნებითი აქტივობები, რომლებიც გამოადგებათ როგორც მშობლებს, ასევე პედაგოგებს.

გადახედვა
0 ვიზიტორი ათვალიერებს ამ პროდუქტს ახლა
აღწერა

საბავშვო თარო აზროვნების აკადემიის გამომცემლობის პროექტია, რომელიც აერთიანებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის შერჩეულ მხატვრულ ლიტერატურას. სერია მოიცავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების ტექსტებს და მოსწავლეებს ეხმარება კითხვის ჩვევის გამომუშავებასა და გემოვნებიან მკითხველებად ჩამოყალიბებაში.

▶ ტექსტი და ილუსტრაციები – ლელა ცუცქირიძე
▶ რედაქტორი – გვანცა მგალობლიშვილი
▶ მთავარი რედაქტორი – მარიამ ტურძილაძე


▶აზროვნების აკადემიის გამომცემლობის ლიტერატურული კონკურსის
„საბავშვო თარო 2023“ გამარჯვებული წიგნი

▶ გვერდების რაოდენობა – 68
▶ ყდა – მყარი

დამატებითი ინფორმაცია
ავტორი

ლელა ცუცქირიძე