წინამდებარე წიგნი ბევრ დანიელსაც არ სმენია, არათუ ქართველებს, მაგრამ, მცოდნეთა აზრით, ეს ტექსტი ანდერსენის შედევრთა რიგში ერთ-ერთი გამორჩეულია. თავად მწერალი ნაწარმოებს „ათას ერთ ღამესაც“ ადარებდა და წერდა, რომ ეს წიგნი მას, როგორც პოეტს, ძალიან ჰგავდა. იმედი გვაქვს, ქართველი მკითხველი ისევე შეიყვარებს მას, როგორც ანდერსენის ზღაპრები უყვარს.
წიგნი ორიგინალი ენიდან თარგმნა დანიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზაზა უჯმაჯურიძემ. იგი უკვე წლებია მთარგმნელობით საქმიანობას ეწევა, თარგმნის ინგლისური და დანიური ენებიდან, როგორც პოეზიას, ისე პროზაულ ნაწარმოებებს.
▶ ავტორი – ჰანს ქრისტიან ანდერსენი
▶ პროექტის ავტორი – დაჩი ფაჩულია
▶ მთარგმნელი – ზაზა უჯმაჯურიძე
▶ რედაქტორი – ნინო სვანიძე
▶ კორექტორი – კახა ჭაბაშვილი
▶ მთავარი რედაქტორი – მარიამ ტურძილაძე
▶ ყდის დიზაინი – დავით ბერეკაშვილი
▶ გვერდების რაოდენობა – 108
▶ ყდა – რბილი