როდესაც ნიცშე ატირდა

35 

ირვინ იალომი რომანში „როდესაც ნიცშე ატირდა“ გვამოგზაურებს მე-19 საუკუნის ვენაში, სადაც თვითგამორკვევის, სიყვარულისა და საბედისწერო შეხვედრათა დრამა თამაშდება.

იოზეფ ბროიერი, ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თავისი სამედიცინო კარიერის მწვერვალზეა. ფრიდრიხ ნიცშე, ევროპის უდიდესი, მაგრამ ჯერ უცნობი ფილოსოფოსი, სასოწარკვეთის უფსკრულში გადაჩეხის ზღვარზეა, სუიციდური აზრები იპყრობს, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილები ტანჯავს. ბროიერი თანხმდება, უმკურნალოს ნიცშეს საუბრით, თუმცა ბოლოს ვინ აღმოჩნდება ექიმი და ვინ – პაციენტი? ამას მკითხველი თავად გაიგებს.

გადახედვა
0 ვიზიტორი ათვალიერებს ამ პროდუქტს ახლა
აღწერა

რომანში ერთმანეთს ერწყმის ფაქტები და მხატვრული გამონაგონი. პერსონაჟებად გვევლინებიან კაშკაშა ისტორიული ფიგურები: ფროიდი, ლუ სალომე… „როდესაც ნიცშე ატირდა“ არ არის მხოლოდ რომანი – ეს არის მოგზაურობა ადამიანის ცნობიერების სიღრმეებში, სადაც ერთმანეთს ხელს უწვდიან მონათესავე სულები, სადაც ერთმანეთს ხვდება ფილოსოფია და ფსიქოლოგია, ხილული და უხილავი „მე“, რათა პასუხი გაეცეს შეკითხვას: როგორ ვიყოთ მიმღები იმისა, რასაც ცხოვრება ჰქვია?

▶ ავტორი – ირვინ იალომი
▶ პროექტის ავტოი – დაჩი ფაჩულია
მთარგმნელი – ნინო ბარძიმიშვილი
▶ მთავარი რედაქტორი – მარიამ ტურძილაძე
კორექტორი – კახა ჭაბაშვილი

▶ გვერდების რაოდენობა – 592
▶ ყდა – რბილი

დამატებითი ინფორმაცია
ავტორი

ირვინ იალომი