სტატიები

სამეფო კარის ინტრიგები “ორი ლაზარეს ზღაპარში” – გიორგი მოსიაშვილი

სამეფო კარის ინტრიგები “ორი ლაზარეს ზღაპარში” – გიორგი მოსიაშვილი

ლაზარეს, როგორც ვიცით, მითოლოგიურ წვიმის ღმერთად მოიხსენიებენ ქართველები.

როდესაც გვალვიანი ამინდები იყო, ამ დროს ქართველები სიმღერით მიმართავდნენ მას და წვიმიან ამინდს სთხოვდნენ, რათა მოსავალი არ გაფუჭებოდათ.

ასე იწყება ნაწარმოებიც: გოგოები წვიმას სთხოვენ ბუნებას და მთელ სოფელში დადიან სიმღერით, რა დროსაც წააწყდებიან ერთ მეფანდურეს, რომელიც მათ უამბობს ლაზარეს შესახებ საოცარ ამბავს.

ამბავი კი ფათერაკებიანი და საფრთხით სავსეა, რომელიც უფლისწულ ლაზარეს და მის გადამრჩენელს თავს გადახდათ.

ძველ, ფეოდალურ დროში, იმისთვის, რომ მეფის ძალაუფლება და სიმდიდრე ჩაეგდოთ ხელში, ბევრი ინტრიგა ხდებოდა სამეფო კარზე. ამის გამო კი შეიძლება სამეფო ოჯახიც კი ამოეჟლიტათ.

ასე მოექცა მანუჩარ ერისთავი სამეფო ოჯახს, მაგრამ ამ დროს უფლისწული გადარჩა. ალბათ საინტერესოა, როგორ? ერისთავმა ერთგული ლაზარე გააგზავნა უფლისწულის მოსაძებნად.

ჯერაც ჩვილი უფლისწული მკვლელების ხელს შეთხვევით გადაურჩა. სიჩქარით, თუ დაუდევრობით ბავშვი ცოცხალი დარჩა. თოთოს დანახვამ მანუჩარის ერთგულ ლაზარეში თანაგრძნობა გააღვიძა, ბატონის ერთგულებაზე უარი თქვა, მოვალეობაზე მაღლა მორალი დააყენა და უფლისწული უსაფრთხო ადგილას გაარიდა.

გადარჩენილ ბავშვს, თავისი სახელი დაარქვა და აქედან დაიწყო ორი ლაზარეს ისტორიაც.

პატარა ლაზარემ მაინც შეიტყო სიმართლე და გვირგვინის დასაბრუნებლად ბრძოლისთვის მოემზადა. თუ რა მოხდა შემდეგ, ამას მკითხველი თავად ნახავს, თუმცა, როგორ ნახავს, წიგნის ტირაჟი აღარ არის და სამწუხაროდ, ჩემი თაობა ვეღარ წაიკითხავს ამ საოცარ ამბავს.