ფილოსოფია
როდესაც ნიცშე ატირდა
35 ₾ირვინ იალომი რომანში „როდესაც ნიცშე ატირდა“ გვამოგზაურებს მე-19 საუკუნის ვენაში, სადაც თვითგამორკვევის, სიყვარულისა და საბედისწერო შეხვედრათა დრამა თამაშდება.
იოზეფ ბროიერი, ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თავისი სამედიცინო კარიერის მწვერვალზეა. ფრიდრიხ ნიცშე, ევროპის უდიდესი, მაგრამ ჯერ უცნობი ფილოსოფოსი, სასოწარკვეთის უფსკრულში გადაჩეხის ზღვარზეა, სუიციდური აზრები იპყრობს, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილები ტანჯავს. ბროიერი თანხმდება, უმკურნალოს ნიცშეს საუბრით, თუმცა ბოლოს ვინ აღმოჩნდება ექიმი და ვინ – პაციენტი? ამას მკითხველი თავად გაიგებს.
ფილოსოფიური ძიების ქრონიკები
28 ₾რა არის არსი ყველაფრისა, რაც არსებობს? – ასეთ შეკითხვას სვამდნენ ბერძენი ფილოსოფოსები და პასუხად გასცემდნენ: ყოველნაირი არსების არსი თვითონ ყოფნაა. ყოფნაა ის, რაც კი ყოველთვის იყო, არის და იქნება, რადგან იგი მარადიული, საერთო და უმაღლესია. მისკენ ისწრაფვის სული. მისკენ ისწრაფვის გონება. მისკენ სწრაფვით მაღლდება ადამიანი.
ამაღლებული, ღმერთივით ცხოვრობს სხვა ადამიანთა შორის, გადმოჰყურებს ამ სამყაროს და იმ წესრიგის მიხედვით, რომელსაც ლოგოსის ხედვაში ხედავს, აწყობს მას. დრო გადის… დრო თუმცა წმინდა ყოფნას ვერ ეხება, მაგრამ მიწიერ სამყაროსა და ექსისტენციას გამსჭვალავს. ადამიანი ისტორიაში ეხვევა. ისტორიაში ახალი კითხვები და პრობლემები ჩნდება, რომლებსაც ძველი პასუხებით ვერ გაუმკლავდები. ადამიანი უნდა გადმოდგეს ზეციური სივრციდან, იქცეს ხორცად, პირისპირ შეხედოს ექსისტენციალურ რეალობას… და გადაწყვიტოს. აწ თავისი და სამყაროს ბედი მის ხელშია. რას აირჩევს? – დაუბრუნდება ძველ წესრიგსა და „ნამყოფ თავისუფლებას“ თუ სიყვარულის დახმარებით გამო-დგება „ღიაში“ ახალ, თავისუფალ სტრუქტურათა შესაქმნელად?
მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან
28 ₾ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისი ლექციები მერაბ მამარდაშვილმა დაიწყო შემდეგი სიტყვებით: „მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან თქვენს ობლობასა და მიტოვებულობაში”. მოცემული წიგნი არის მცდელობა, რომ გავიაზროთ თუ რა მოხდა ამ შეხვედრის დროს, ვინ იყო მერაბ მამარდაშვილი და რა გამოცდილება და მემკვიდრეობა დაგვრჩა ფილოსოფოსთან შეხვედრიდან.
წიგნში მკითხველს საშუალება ეძლევა, რომ მამარდაშვილის პიროვნებასა და ნააზრევს გაეცნოს სხვადასხვა მხრიდან: თუ რა მოგონებები აკავშირებთ მერაბთან მის უახლოეს მეგობრებს, თუ როგორ ესმით და როგორ იაზრებენ მის ფილოსოფიას დღეს ქართველი ავტორები და აგრეთვე შეეძლება გაეცნოს უშუალოდ მის ფილოსოფიასაც.
გორგია
22 ₾საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე
28 ₾წიგნში განხილულია ყველა ის უმთავრესი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დააყენა ბერძნულმა ფილოსოფიურმა აზრმა. უპირველეს ყოვლისა, ავტორი მიმოიხილავს არქესა და მოძრაობის საწყისის პრობლემას, საიდანაც აღმოცენდა საკუთრივ ბერძნული ფილოსოფია. ამ კონტექსტში განხილულია ისეთი ფილოსოფოსების იდეები, როგორებიც იყვნენ დემოკრიტე, პითაგორა, ჰერაკლიტე და სხვები.
განსხვავებული საზრისები
28 ₾წიგნში ავტორები მთავარ ადამიანურ ღირებულებებს განსხვავებული სააზროვნო სიბრტყიდან გვიჩვენებენ, სამყაროსა და ადამიანის სხვადასხვაგვარ აღქმას გვთავაზობენ.
რაზე თანხმდებიან და ვერ თანხმდებიან ავტორები? რა არის წყალგამყოფი საკითხი, რომელზე შეთანხმებაც შეუძლებელია და რაზე შეთანხმებაა შესაძლებელი თუ საკითხს კრიტიკულ აზროვნებასთან ერთად გულწრფელობით მივუდგებით? ამ წიგნში, მკითხველი სწორედ ამ განსხვავებულობისა და გადაკვეთის წერტილებს გაეცნობა.