ფილოსოფიური ძიების ქრონიკები

28 

რა არის არსი ყველაფრისა, რაც არსებობს? – ასეთ შეკითხვას სვამდნენ ბერძენი ფილოსოფოსები და პასუხად გასცემდნენ: ყოველნაირი არსების არსი თვითონ ყოფნაა. ყოფნაა ის, რაც კი ყოველთვის იყო, არის და იქნება, რადგან იგი მარადიული, საერთო და უმაღლესია. მისკენ ისწრაფვის სული. მისკენ ისწრაფვის გონება. მისკენ სწრაფვით მაღლდება ადამიანი.

ამაღლებული, ღმერთივით ცხოვრობს სხვა ადამიანთა შორის, გადმოჰყურებს ამ სამყაროს და იმ წესრიგის მიხედვით, რომელსაც ლოგოსის ხედვაში ხედავს, აწყობს მას. დრო გადის… დრო თუმცა წმინდა ყოფნას ვერ ეხება, მაგრამ მიწიერ სამყაროსა და ექსისტენციას გამსჭვალავს. ადამიანი ისტორიაში ეხვევა. ისტორიაში ახალი კითხვები და პრობლემები ჩნდება, რომლებსაც ძველი პასუხებით ვერ გაუმკლავდები. ადამიანი უნდა გადმოდგეს ზეციური სივრციდან, იქცეს ხორცად, პირისპირ შეხედოს ექსისტენციალურ რეალობას… და გადაწყვიტოს. აწ თავისი და სამყაროს ბედი მის ხელშია. რას აირჩევს? – დაუბრუნდება ძველ წესრიგსა და „ნამყოფ თავისუფლებას“ თუ სიყვარულის დახმარებით გამო-დგება „ღიაში“ ახალ, თავისუფალ სტრუქტურათა შესაქმნელად?

გადახედვა
0 ვიზიტორი ათვალიერებს ამ პროდუქტს ახლა
აღწერა

ანა ქირია მკითხველს იწვევს ფილოსოფიურ მოგზაურობაში, რომელიც ძველი საბერძნეთიდან თანამედროვე ევროპისკენ მიემართება. იგი, ვინც ღია გონებით და გულადად გაჰყვება მას, ცოცხალი გაგებით აღიქვამს ფილოსოფიას და ახალი თვალით გახედავს სამყაროს.

ვამეხ ოკუჯავა, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფილოსოფოსი

▶ მთავარი რედაქტორი – მარიამ ტურძილაძე
▶ რედაქტორი – კახა ჭაბაშვილი
▶ პროექტის ავტორი – დაჩი ფაჩულია

▶ ყდის დიზაინერი – ბესიკ დანელია
▶ ფოტო – იური მეჩითოვი

▶ გვერდების რაოდენობა – 380
▶ ყდა – რბილი

დამატებითი ინფორმაცია
ავტორი

ანა ქირია