“როგორ ველაპარაკოთ შვილებს” დაემატა თქვენ კალათაში. კალათის ნახვა
გორგია
22 ₾
არის შესაძლებელი ამ ორი – რიტორისა და ფილოსოფოსის – ცხოვრების წესის ერთმანეთთან შეთავსება? დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკოსის წარმატებას განსაზღვრავს ხალხისათვის თავის მოწონების უნარი, ანუ მაამებლური რიტორიკა, მაშინ, როდესაც ხალხის რეალური სამსახური მათ უკეთესობისკენ წარმართვას, მათ აღზრდას გულისხმობს. ხალხის მამხილებელი კი ვერასოდეს გახდება მათი რჩეული; მეტიც, ის დევნილი იქნება. მაშ, ვინ არის ბედნიერი? ე. წ. ძლიერი ამა ქვეყნისა თუ ის, ვინც ცხოვრობს ჭეშმარიტებასთან, ანუ ღვთაებრივ სიმართლესთან ჰარმონიის განცდით და სამართლიანი საიქიო მისაგებლის რწმენით?
0
ვიზიტორი ათვალიერებს ამ პროდუქტს ახლა
კატეგორია: გამოცემული წიგნები, ფილოსოფია
აღწერა
დიალოგი, რომლის სახელწოდებაც გორგიას, რიტორიკის მამად აღიარებული სოფისტის სახელს ატარებს, რიტორიკის ზნეობრივ-პოლიტიკურ ასპექტებს განიხილავს დემოკრატიულ სახელმწიფოში (ძვ. წ. V ს-ის ათენში). როგორ ვიცხოვროთ, რათა ბედნიერები ვიყოთ? – ეს არის მთავარი კითხვა სოკრატესა და, მასთან ერთად, პლატონისათვის. როგორი ცხოვრებაა ღირსეული თავისუფალი მოქალაქისათვის? რას უნდა ესწრაფოდე კაცი: წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას, რაც ძალაუფლების, სიმდიდრის, საკუთარი და ახლობლების უსაფრთხოების გარანტიას მოგცემს თუ ძიებას იმისა, რა არის ჭეშმარიტი, მართალი და ამ ძიების შედეგად შეცნობილი სამართლიანობის პრაქტიკულ ხორცშესხმას, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასი დაგიჯდეს?
▶ ტექსტი ორიგინალი ენიდან თარგმნა მაგდა მჭედლიძემ
▶ რედაქტორი – ლელა ალექსიძე
▶ ყდის დიზაინერი – დარია ცინცაძე
▶ დამკაბადონებელი – ნინო გურული
გვერდების რაოდენობა – 262
ყდა – რბილი