პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში

Original price was: 22 ₾.Current price is: 15 ₾.

0 დღე 00 საათი 00 წუთი 00 წამი

„პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში“ არის წიგნი, რომელშიც ჯეიმს ბარი გვაცნობს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟს − პიტერ პენს. მისი დაბადების ისტორიას ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა მშობლიურ ენაზე.

როგორც ყველა ბავშვი, პიტერიც, ოდესღაც ჩიტი იყო და კენსინგტონის ბაღების კუნძულზე ცხოვრობდა − ადგილას, საიდანაც დედიკოებსა და მამიკოებთან მიჰყავთ ფრინველებს ბავშვები. მაგრამ როგორ აღმოჩნდა პიტერ პენი ისევ კუნძულზე? შეძლო თუ არა ფერიებთან დამეგობრება? ან გაუჩნდა თუ არა მშობლებთან დაბრუნების სურვილი?

გადახედვა
0 ვიზიტორი ათვალიერებს ამ პროდუქტს ახლა
აღწერა

„პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში“ საბავშვო წიგნების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც დიდი სიამოვნებით წაიკითხავს როგორც 11 წლის ბავშვი, ასევე ზრდასრული ადამიანი. ბავშვი დატკბება პიტერის თავგადასავლითა და მაგიური სამყაროთი, ზრდასრულს კი თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება დაეხმარება ტექსტში დაფარული სიმბოლოების გააზრებაში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ილუსტრაციები, რომლებიც დარია ცინცაძემ შექმნა. სწორედ ასეთია ის მომაჯადოებელი სამყარო, რომელშიც პიტერი გაიზარდა. და, ვინ წარმოიდგენდა, რომ თავგადასავალი მხოლოდ ახლა იწყება!..

▶ პროექტის ავტორი: დაჩი ფაჩულია

▶ ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი

▶ მთარგმნელი: ნინო საძაგლიშვილი

▶ მთავარი რედაქტორი: მარიამ ტურძილაძე

▶ ყდის დიზაინერი: დარია ცინცაძე

▶ გვერდების რაოდენობა: 135

▶ ყდა: რბილი