ტომ სოიერი საზღვარგარეთ
22 ₾ Original price was: 22 ₾.15 ₾Current price is: 15 ₾.
„როგორ გგონიათ, ტომ სოიერი ჯიმის გათავისუფლებითა და ფეხში დაჭრით – იმ თავგადასავლებით დაკმაყოფილდა, მდინარეზე რომ გადახდა? სულაც არა, პირიქით, მეტი მოინდომა.“ ამ სიტყვებით იწყება მარკ ტვენის ტომ სოიერის სერიის რიგით მესამე წიგნი „ტომ სოიერი საზღვარგარეთ“, რომელიც ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა.
ტომ სოიერის თავგადასავალი არ სრულდება ჰეკლბერი ფინის მოგზაურობით, არამედ გრძელდება და ამჯერად ტომი, ჰეკი და ჯიმი მათთვის უცნობი კონტინენტისკენ მიემართებიან, თანაც იმ დროისთვის ჯადოსნური საშუალებით – საჰაერო ბუშტით. ჰეკი მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდნენ მეგობრები ამერიკიდან აფრიკაში, საჰარას უდაბნოში.
ახდა თუ არა ტომ სოიერის სურვილი – გამხდარიყო სამყაროში ყველაზე დიდი მოგზაური – მკითხველმა თავად განსაჯოს ამ ფათერაკებით სავსე და წარმოუდგენელი მოგზაურობის წაკითხვის შემდგომ.
▶ საგამომცემლო ჯგუფი: დაჩი ფაჩულია, გურამ მეგრელიშვილი, მარიამ შუბლაძე
▶ მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
▶ რედაქტორი: ლია დიდიძე
▶ კორექტორი: თამარ კიკნაველიძე
▶ დიზაინერი: დარია ცინცაძე
▶ გვერდების რაოდენობა: 184
▶ყდა: რბილი
ავტორი |
მარკ ტვენი |
---|