„ლუნას უყვარს“ – საბავშვო სერიის ორი წიგნი ფასდაკლებით
56 ₾ Original price was: 56 ₾.39 ₾Current price is: 39 ₾.
ეს არის ბრიტანეთის ერთ-ერთი გამორჩეული საბავშვო ავტორის შთამაგონებელი ამბავი ულამაზესი ფერადი ილუსტრაციებით, რომელიც არაერთმა ბავშვმა შეიყვარა მსოფლიოს გარშემო.
ლუნას უყვარს ბიბლიოთეკის დღე: ლუნას ბიბლიოთეკის დღე ყველაზე მეტად უყვარს, რადგან ეს არის დრო, რომელსაც მამასთან ერთად ატარებს. თაროებს შორის მოგზაურობისას ისინი საოცარ ამბებს აღმოაჩენენ და ნელ-ნელა საერთო მოგონებებს ქმნიან.
ლუნას უყვარს ხელოვნება: დღეს ლუნა სასკოლო ექსკურსიაზე ხელოვნების მუზეუმში მიდის. ვან გოგი აქაა. რუსოც აქაა. პიკასოც აქაა. ლუნას უყვარს ხელოვნება, აღფრთოვანებული ათვალიერებს ხელოვნების ნიმუშებს, მაგრამ, როგორც ჩანს, მის ახალ კლასელს, ფინს, საერთოდ არ უნდა იქ ყოფნა. ფინის ოჯახი ჰენრი მურის ოჯახის ქანდაკებას არ ჰგავს, მაგრამ არც ლუნას ოჯახი ჰგავს მას. იქნებ ფინს უბრალოდ მეგობარი სჭირდება?
გაერთე ლუნასა და ფინთან ერთად გალერეაში და შეაბიჯე ვან გოგის, პიკასოს, ჯექსონ პოლოკის და სხვა ხელოვანების ცნობილ ნამუშევრებში. შეძლებ ყველა მათგანის პოვნას?
