ნაფიქრალი
Original price was: 24 ₾.14 ₾Current price is: 14 ₾.გონება და ფიქრის უნარი არის საშუალება გარე და შინაგანი სამყაროს შესამეცნებლად, როდესაც ამ საშუალებას სწორად ვიყენებთ ჩვენი ნაფიქრალი სასარგებლო ხდება ჩვენთვის და ვისაც ვუზიარებთ, მათთვისაც.
„ნაფიქრალის“ იდეა რამდენიმე წლის წინ „აზროვნების აკადემიაში“ დაიბადა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის 11 საინტერესო ადამიანის შინაგან მონოლოგს. გვსურს, ამ წიგნით მათი ნაფიქრალის თანამონაწილეები გაგხადოთ.
საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე
Original price was: 28 ₾.18 ₾Current price is: 18 ₾.წიგნში განხილულია ყველა ის უმთავრესი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დააყენა ბერძნულმა ფილოსოფიურმა აზრმა. უპირველეს ყოვლისა, ავტორი მიმოიხილავს არქესა და მოძრაობის საწყისის პრობლემას, საიდანაც აღმოცენდა საკუთრივ ბერძნული ფილოსოფია. ამ კონტექსტში განხილულია ისეთი ფილოსოფოსების იდეები, როგორებიც იყვნენ დემოკრიტე, პითაგორა, ჰერაკლიტე და სხვები.
განსხვავებული საზრისები
Original price was: 28 ₾.20 ₾Current price is: 20 ₾.წიგნში ავტორები მთავარ ადამიანურ ღირებულებებს განსხვავებული სააზროვნო სიბრტყიდან გვიჩვენებენ, სამყაროსა და ადამიანის სხვადასხვაგვარ აღქმას გვთავაზობენ.
რაზე თანხმდებიან და ვერ თანხმდებიან ავტორები? რა არის წყალგამყოფი საკითხი, რომელზე შეთანხმებაც შეუძლებელია და რაზე შეთანხმებაა შესაძლებელი თუ საკითხს კრიტიკულ აზროვნებასთან ერთად გულწრფელობით მივუდგებით? ამ წიგნში, მკითხველი სწორედ ამ განსხვავებულობისა და გადაკვეთის წერტილებს გაეცნობა.
ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია
Original price was: 28 ₾.20 ₾Current price is: 20 ₾.წიგნი ჩვენი ყოფის ყველა ეტაპის მიმოხილვა და ანალიზია. რატომ გვაქვს მაღალი ან დაბალი თვითშეფასება, საიდან იღებს სათავეს დეპრესია, რა არის ნევროზებისა და აკვიატებების სათავე, კარგია თუ ცუდი კრიზისი ჩვენს ცხოვრებაში და რა კოდირებულ ინფორმაციას ინახავს არაცნობიერი, რომელიც ერთი დიდი საცავივით სავსეა ჩვენი ბავშვობის ამბებით.
PR-ის საფუძვლები
Original price was: 24 ₾.16 ₾Current price is: 16 ₾.წიგნი საინტერესოა PR-ის ფაკულტეტის სტუდენტებისთის, დაინტერესებული მკითხველისთვის, მსხვილი და მცირე კორპორაციების თანამშრომლებისთვის, გაყიდვების სფეროს მენეჯერებისთვის და რეპუტაციაზე მზრუნველი ორგანიზაციებისთვის.
აღზრდის ფსიქოლოგია
Original price was: 28 ₾.20 ₾Current price is: 20 ₾.წიგნი ბავშვის განვითარების ძირითად ასპექტებს მოიცავს. ფსიქოგანათლება მშობელსა და ბავშვს მნიშვნელოვნად ეხმარება საკუთარი მოთხოვნილების, ქცევისა თუ დამოკიდებულების გაცნობიერებაში. შედეგად, ადამიანი გეგმავს და, საჭიროების შემთხვევაში, ცვლის კიდეც თავის გადაწყვეტილებებსა თუ ქცევებს.
ბავშვის ბიო-ფსიქო-სოციალურ გარემოსთან ადაპტაცია და მისი მხარდაჭერა მშობლის უმთავრესი გამოწვევაა. ინდივიდის ძლიერ, ემოციურად მდგრად და სოციალურად ფუნქციურ პიროვნებად ჩამოყალიბება მეტწილად არის დამოკიდებული იმ ფუნდამენტურ წლებზე, რომლებსაც ბავშვობას ვუწოდებთ.
როგორ ველაპარაკოთ შვილებს
28 ₾მწერალი და კინოსცენარისტი გურამ მეგრელიშვილი 2009 წლიდან მასწავლებელია. ის, “აზროვნების აკადემიაში” დაარსების დღიდან მოზარდებთან მუშაობს ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის მიმართულებით.
სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში
Original price was: 28 ₾.20 ₾Current price is: 20 ₾.ზურა მხეიძის საუბრებიდან ყოველთვის ახალს აღმოაჩენ, იქაც კი, სადაც ათასჯერ გაგივლია და აღარ აქცევ ყურადღებას, რადგან გგონია, რომ ყველაფერი იცი.
დინამიკური ფსიქიატრია – მეორე ტომი
35 ₾წიგნის მეორე ტომი ეხება კარლ გუსტავ იუნგისა და რობერტო ასაჯოლის ფსიქოთერაპიულ მიმართულებებს. მოკლედ არის მიმოხილული კლასიკური დინამიკური ფსიქიატრიის მომდევნო პერიოდი. აღწერილია მედიტაციის ფორმები და ვიზუალიზაციის სხვადასხვა ტექნიკა. წიგნში, ანალიტიკური ფსიქოლოგიის თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ, მოყვანილია იუნგის მიერ აღწერილი კლინიკური შემთხევები.
დინამიკური ფსიქიატრია – სიღრმის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის და ფსიქიატრიის შესახებ
Original price was: 35 ₾.25 ₾Current price is: 25 ₾.რეზო კორინთელის სამაგიდო წიგნი: „დინამიკური ფსიქიატრია – სიღრმის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის და ფსიქიატრიის შესახებ“.
პირველ ტომში განხილულია სიღრმის ფსიქოლოგიის წინარე ეტაპი, მისი ძირითადი სკოლები, როგორიცაა ფროიდის, ადლერის, ჟანეს და ამ მიმართულებების თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ ნაჩვენებია შესაბამისი კლინიკური შემთხვევები; აგრეთვე ტვინისა და ფსიქიკის მიმართების საკითხი თანამედროვე ნეირომეცნიერების თვალსაზრისით.