„როცა მელა ხარ და კუდი არა გაქვს, ამას ვერასოდეს, ვერასოდეს დაივიწყებ!“ კუდამელა ბოგისაც არ შეუძლია დაივიწყოს, რომ სხვებისგან განსხვავდება. თუმცა მხოლოდ გარეგნულად, რადგან სინამდვილეში ზუსტად ისევე უყვარს მშობლიური ტყე, დედის მომზადებული გემრიელი კერძები, უმცროს ძმასთან კინკლაობა თუ მეგობართან ერთად მთაზე აძვრომა, როგორც ყველას…
მშობლიურისა და უცხოს სიყვარული, საკუთარი თავისა და სურვილების აღმოჩენა, თავგადასავლების წყურვილი, ახალი ურიერთობებისკენ სწრაფვა, სამყაროს წესრიგისა თუ ქაოსის შემჩნევა, პირველად მიღებული მარტივი და რთული გადაწყვეტილებები, ერთგულებისა და სიყვარულის გამომჟღავნების სხვადასხვა ფორმა – ეს ის თემებია, რაც ამ პატარა, გულწრფელ და მდიდარი ლექსიკით დაწერილ წიგნში გვხვდება, რაც ყველა ბავშვსა თუ ზრდასრულს ააღელვებს და ისევ და ისევ შეგვახსენებს, რა არის ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი.
თამარ გეგეშიძე, მწერალი, პედაგოგი.
#ავტორიავტორზე