Showing all 36 results

ჩვენება 9 24 36

კუდამელა ბოგის თავგადასავალი

18 

„როცა მელა ხარ და კუდი არა გაქვს, ამას ვერასოდეს, ვერასოდეს დაივიწყებ!“ კუდამელა ბოგისაც არ შეუძლია დაივიწყოს, რომ სხვებისგან განსხვავდება. თუმცა მხოლოდ გარეგნულად, რადგან სინამდვილეში ზუსტად ისევე უყვარს მშობლიური ტყე, დედის მომზადებული გემრიელი კერძები, უმცროს ძმასთან კინკლაობა თუ მეგობართან ერთად მთაზე აძვრომა, როგორც ყველას.

ფილოსოფიური ძიების ქრონიკები

28 

რა არის არსი ყველაფრისა, რაც არსებობს? – ასეთ შეკითხვას სვამდნენ ბერძენი ფილოსოფოსები და პასუხად გასცემდნენ: ყოველნაირი არსების არსი თვითონ ყოფნაა. ყოფნაა ის, რაც კი ყოველთვის იყო, არის და იქნება, რადგან იგი მარადიული, საერთო და უმაღლესია. მისკენ ისწრაფვის სული. მისკენ ისწრაფვის გონება. მისკენ სწრაფვით მაღლდება ადამიანი.

ამაღლებული, ღმერთივით ცხოვრობს სხვა ადამიანთა შორის, გადმოჰყურებს ამ სამყაროს და იმ წესრიგის მიხედვით, რომელსაც ლოგოსის ხედვაში ხედავს, აწყობს მას. დრო გადის… დრო თუმცა წმინდა ყოფნას ვერ ეხება, მაგრამ მიწიერ სამყაროსა და ექსისტენციას გამსჭვალავს. ადამიანი ისტორიაში ეხვევა. ისტორიაში ახალი კითხვები და პრობლემები ჩნდება, რომლებსაც ძველი პასუხებით ვერ გაუმკლავდები. ადამიანი უნდა გადმოდგეს ზეციური სივრციდან, იქცეს ხორცად, პირისპირ შეხედოს ექსისტენციალურ რეალობას… და გადაწყვიტოს. აწ თავისი და სამყაროს ბედი მის ხელშია. რას აირჩევს? – დაუბრუნდება ძველ წესრიგსა და „ნამყოფ თავისუფლებას“ თუ სიყვარულის დახმარებით გამო-დგება „ღიაში“ ახალ, თავისუფალ სტრუქტურათა შესაქმნელად?

ნანომტი ამტომი

28 

ფიქრობ, რომ მამონტები ათასობით წლის წინ გადაშენდნენ? რას იზამდი, საკუთარი თვალით რომ დაგენახა პალეონტოლოგიის მუზეუმში გამოღვიძებული პატარა მამონტი? წამოგვყევი თავგადასავალში და გაიცანი ტირანოზავრის მოლაპარაკე ჩონჩხი, კეთილი ბიჭუნა სახელად იო, გემის კაპიტანი და წერა-კითხვის მოყვარული, ბეჯითი მამონტი ანტონი. ერთად გავიგოთ, შეძლებენ თუ არა ქალაქის მაცხოვრებლები დაკარგული მამონტის შინ დაბრუნებას.
წიგნს ახლავს სახალისო-შემეცნებითი აქტივობები, რომლებიც გამოადგებათ როგორც მშობლებს, ასევე პედაგოგებს.

ფსიქიკის თამაშები

28 

როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქიკა სხვადასხვა სიტუაციაში; რა ტიპის ფსიქოლოგიური ზემოქმედების ხერხები არსებობს; რა მიმართებაა დროსა და ემოციას შორის; რა „ხაფანგებს“ გვიგებს კრიზისები; რას ამბობს ჩვენი სხეული ჩვენსავე თავზე და სხვებთან დამოკიდებულებებზე − წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის, ვისაც ჩამოთვლილი თემები აინტერესებს.

ძია ბენოს, კატა ფეფესა და ძაღლ კრიმანჭულას თავგადასავალი თოვლიან ტყეში

20 

წერილების ადრესატებამდე მიტანა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა, რაშიც ძია ბენოს კატა ფეფე და ძაღლი კრიმანჭულა ეხმარებიან. ორმაგად საპასუხისმგებლოა ახალი წლის მისალოცი ბარათების დარიგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი ტყე თოვლითაა დაფარული.

ხათუნა გიგუაშვილის ამ ზღაპარში, გარდა მთავარი პერსონაჟებისა, ისეთი ცნობილი ზღაპრების პერსონაჟებს შეხვდებით, როგორიცაა: დევი და ნაცარქექია, ფიცხელა, ციცინათელების მწყემსი ბაია და სხვ. წიგნის ბოლოს კი თავად შეძლებთ მისალოცი ბარათის დაწერას. მისამართის მითითება არ დაგავიწყდეთ, ძია ბენო გამოივლის და აუცილებლად წაიღებს ადრესატთან.

ჯადოსნური საშობაო დაპირება

20 

რვა წლის თედო ერთხელაც გაიგებს, რომ თოვლის ბაბუას კარგი და ცუდი ბავშვების სია აქვს, რის მიხედვითაც არჩევს, იმსახურებს თუ არა ბავშვი საჩუქარს.. ნუთუ ეს სიმართლეა? და თუ ასეა, რომელ სიაში მოხვდება თედო? სანამ თედო ფიქრობს, ამ წელს როგორ იქცეოდა, მის ფანჯარასთან სასწაული ხდება და ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა.

პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში

22 

„პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში“ არის წიგნი, რომელშიც ჯეიმს ბარი გვაცნობს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟს − პიტერ პენს. მისი დაბადების ისტორიას ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა მშობლიურ ენაზე.

როგორც ყველა ბავშვი, პიტერიც, ოდესღაც ჩიტი იყო და კენსინგტონის ბაღების კუნძულზე ცხოვრობდა − ადგილას, საიდანაც დედიკოებსა და მამიკოებთან მიჰყავთ ფრინველებს ბავშვები. მაგრამ როგორ აღმოჩნდა პიტერ პენი ისევ კუნძულზე? შეძლო თუ არა ფერიებთან დამეგობრება? ან გაუჩნდა თუ არა მშობლებთან დაბრუნების სურვილი?

ტომ სოიერი დეტექტივი

22 

ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის მოგზაურობა გრძელდება! ამ ბიჭების ცხოვრება ხომ ასეთია – ან ისინი ეძებენ თავგადასავალს, ან თავგადასავალი თავად პოულობს მათ. ამჯერად თქვენ წინაშეა საიდუმლოებით მოცული ამბავი, რომლის გამოძიებასაც ტომ სოიერი იწყებს!

 

იმდენად გაგვიტაცა მარკ ტვენის დეტექტივის კითხვამ, რომ მისი კიდევ ერთი დეტექტიური მოთხრობა აღმოვაჩინეთ – „ორმაგი დეტექტივი“. მკითხველისთვის იგი არამხოლოდ ავტორის გამო იქნება საინტერესო, არამედ იმიტომაც რომ აქ ჩნდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეტექტივი – შერლოკ ჰოლმსი.

ბავშვთა ფსიქოანალიზი

30 

ზიგმუნდ ფროიდის კლინიკური და თეორიული აღმოჩენები მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე აფუძნებენ ფსიქოანალიზს, როგორც მოძღვრებას, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ადამიანის ფსიქიკური ცხოვრების, მისი ნორმისა და პათოლოგიის შინაგანი მექანიზმების გაგების საქმეში. ფსიქოანალიზის ძირითადი კონცეპტები, რომლებიც ქმნიან უკიდურესად რთულ თეორიულ ნაგებობას, ემყარება როგორც ბავშვობის ასაკის, ასევე ბავშვის კვლევას იმ კულტურული, ოჯახური და ენობრივი გარემოს გათვალისწინებით რომელშიც ის ცხოვრობს და ვითარდება, როგორც ენისა და სურვილის სუბიექტი.

ეს წიგნი სწორედ ბავშვთა ფსიქოანალიზს ეძღვნება და აერთიანებს ფრანგ ფსიქოანალიტიკოსთა ნაშრომებს, როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკოს მკვლევარებს ლაკანიანური თუ სხვა ფსიქოანალიტიკური სკოლებიდან საფრანგეთში, რაც ქართველი მკითხველისთვის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას გაეცნოს ბავშვთა ფსიქოანალიზის ფრანგულ სკოლას, გამორჩეულს განსაკუთრებული სიღრმითა და დახვეწილი კონცეპტუალური სისტემით, რომელიც ცენტრალურ მნიშვნელობას სუბიექტს, ენობრივ გარემოსა და მშობლების როლს ანიჭებს ბავშვის ფსიქიკურ ცხოვრებაში.

წიგნი განკუთვნილია, როგორც ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსების, პედაგოგებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის, ასევე მშობლებისა და ბავშვებთან მომუშავე კლინიკური ფსიქოლოგებისათვის.

კრებულში გაერთიანებული ფრანგ ავტორთა ნაშრომები ასოციაცია “ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის“ წევრებმა თარგმნეს, რომელიც აზროვნების აკადემიის თანადგომით გამოიცა.

უფრო ახლოს სხეულთან

30 

„უფრო ახლოს სხეულთან“, იგივე „ტონოპლასტიკა“ არის წიგნი, რომელიც სხვადასხვა ფსიქოფიზიკური სავარჯიშოებით გვეხმარება იმ დაძაბულობებისგან გათავისუფლებაში, რომელიც ჩვენს სხეულში სტრესის და სხვადასხვა უსიამოვნო განცდების შედეგად არის დარჩენილი.

რას გვაძლევს ტონოპლასტიკა

ტონოპლასტიკა გვეხმარება

დაღლილობის მოხსნასა და არიდებაში,

შრომისუნარიანობის ამაღლებაში,

მახსოვრობის გაუმჯობესებაში

ტონოპლასტიკა გვეხმარება

სხვებთან ურთიერთობისას თავი ვიგრძნოთ თავისუფლად, თავდაჯერებულად და მსუბუქად,

ყველაზე საპასუხისმგებლო სიტუაციებში

ვიყოთ გულისყურით და მშვიდად,

გავთავისუფლდეთ შიშებისა და მოუსვენრობისგან

ვეფხისტყაოსანზე

24 

ყველა კულტურას თავისი ლიტერატურული ქვაკუთხედი გააჩნია. საქართველოსთვის ეს „ვეფხისტყაოსანია“, რომლის თითოეული სტროფი ცხოვრებისეულ გაკვეთილს წარმოადგენს. იგი გმირების თავგადასავალია, სადაც პერსონაჟები გვევლინებიან, როგორც სამაგალითო მეგობრები, მიჯნურები და ზოგადად, სამაგალითო ადამიანები.

წინამდებარე წიგნიც ერთგვარი თავგადასავალია – თავგადასავალი „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროში. ამ წიგნში შეხვდებით რჩევებს, მაგალითად, თუ როგორ უნდა წაიკითხოთ ეს პოემა (მანანა თანდაშვილის სტატია), რა ფსიქოლოგიური სიღრმეები იმალება პერსონაჟთა ქცევებსა თუ სიტყვებში (რეზო კორინთელის სტატია). ზურაბ კიკნაძის სტატიაში საშუალება გექნებათ გაიაზროთ თუ რა სიმბოლოები გვხვდება რუსთაველის პოემაში. ლევან გიგინეიშვილის, ნანა ჩაჩუასა და ანდრო დგებუაძის სტატიებში გაეცნობით ეპოსის ფილოსოფიურ მხარეებს.

ტომ სოიერი საზღვარგარეთ

22 

„როგორ გგონიათ, ტომ სოიერი ჯიმის გათავისუფლებითა და ფეხში დაჭრით – იმ თავგადასავლებით დაკმაყოფილდა, მდინარეზე რომ გადახდა? სულაც არა, პირიქით, მეტი მოინდომა.“ ამ სიტყვებით იწყება მარკ ტვენის ტომ სოიერის სერიის რიგით მესამე წიგნი „ტომ სოიერი საზღვარგარეთ“, რომელიც ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა.

ტომ სოიერის თავგადასავალი არ სრულდება ჰეკლბერი ფინის მოგზაურობით, არამედ გრძელდება და ამჯერად ტომი, ჰეკი და ჯიმი მათთვის უცნობი კონტინენტისკენ მიემართებიან, თანაც იმ დროისთვის ჯადოსნური საშუალებით – საჰაერო ბუშტით. ჰეკი მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდნენ მეგობრები ამერიკიდან აფრიკაში, საჰარას უდაბნოში.

ხელი გამიშვი დედა

28 

როგორ აღვზარდო შვილი?

ამ შეკითხვით ბევრი მომმართავს, რადგან მოზარდებთანაც ვმუშაობ. ჩემი პასუხი ყოველთვის ერთნაირია: არ ვიცი, მეც იმის გაგებას ვცილობ, როგორ აღვზარდო შვილი. ვუშვებ შეცდომებს, ვცდილობ მათს გამოსწორებას, ნაწილი აღარც გამოსწორდება ალბათ, მაგრამ ერთი, რისაც განუხრელად მჯერა და მწამს, არის ის, რომ საკუთარი თავიც აღსაზრდელი მყავს. რისი გამოსწორებაც შვილებში გვსურს, ეს ჩვენშივეა შესაცვლელი. ჩვენთვის უსაყვარლეს ადამიანებში, ვისაც ყველაზე უკეთ ვცნობთ, ვხედავთ საკუთარ რეალურ პრობლემებს და ამას არ ვაღიარებთ.

სიყვარული

28 

“Amo, ergo sum” – “მიყვარს, მაშასადამე ვარსებობ” არის ბრიტანელი პოეტის კეტლინ რეინის ერთ-ერთი ლექსის სახელწოდება, რომელშიც იგი აჩვენებს თუ რა არსებითი კავშირი აქვს სიყვარულს არსებობასა და სიცოცხლესთან. წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია აზროვნების აკადემიაში სიყვარულის ირგვლივ გამართული საუბრები. განხილულია სიყვარულის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ასპექტები, სიყვარულის რა განსხვავებული ტიპი არსებობს, როგორ ვლინდება სიყვარული ცალკეულ ფსიქოტიპში და როგორ არის შესაძლებელი მათი ურთიერთშეწყობა, რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული ურთიერთობებსა და გარემომცველ სამყაროსთან დამოკიდებულებაში, რას ფიქრობდნენ სიყვარულის შესახებ ფილოსოფოსები და რით არის მნიშვნელოვანი ეს ნააზრევი ჩვენთვის და დასასრულს კი მსჯელობა ეხება იმ საკითხს, თუ რატომ უნდა წარმოვიდგინოთ სიყვარული, როგორც არსებობის აუცილებელი პირობა.

მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან

28 

ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისი ლექციები მერაბ მამარდაშვილმა დაიწყო შემდეგი სიტყვებით: „მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან თქვენს ობლობასა და მიტოვებულობაში”. მოცემული წიგნი არის მცდელობა, რომ გავიაზროთ თუ რა მოხდა ამ შეხვედრის დროს, ვინ იყო მერაბ მამარდაშვილი და რა გამოცდილება და მემკვიდრეობა დაგვრჩა ფილოსოფოსთან შეხვედრიდან.
წიგნში მკითხველს საშუალება ეძლევა, რომ მამარდაშვილის პიროვნებასა და ნააზრევს გაეცნოს სხვადასხვა მხრიდან: თუ რა მოგონებები აკავშირებთ მერაბთან მის უახლოეს მეგობრებს, თუ როგორ ესმით და როგორ იაზრებენ მის ფილოსოფიას დღეს ქართველი ავტორები და აგრეთვე შეეძლება გაეცნოს უშუალოდ მის ფილოსოფიასაც.

ჰიპნოზი

28 

ჰიპნოზის ყველა საიდუმლო დღემდე ამოხსნილი არ არის, რაც მას იდუმალების საფარველს უნარჩუნებს, ადამიანებს კი არ უნელებს ინტერესს მის მიმართ.

განასხვავებენ რამდენიმე სახის ჰიპნოზს: კლინიკურს, ექსპერიმენტულს, სადემონსტრაციოს, კრიმინალურს და ა.შ. ყოველ მათგანს აქვს გამოყენების თავისებური არეალი და ტექნიკა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ადამიანის აქტივობის ფსიქოფიზიოლოგიურ მექანიზმებზე.

ჰიპნოზის ფსიქოლოგიური საფუძველი, ხშირ შემთხვევაში, ილუზიაა. ტრანსში მყოფს კაუზალობის ილუზია ეუფლება და ჰიპნოტიზიორის ნათქვამს საკუთარ ფიქრებად განიცდის, რაც, ხშირად, სუგესტიის აღსრულების საფუძველია.

ეპოქა და ადამიანები

28 

გელა ჩარკვიანის ლექციებში ყოველთვის იგრძნობოდა ეპოქის სულისკვეთება. მას, შეიძლება ითქვას, ეპოქის ადამიანიც კი ეთქმის, რომელიც მისივე სიტყვებით, „მეფის ძე და მეფის მამა იყო“. მასთან ერთად და მის ხელში მთელი თაობები გაიზარდა. მის ძარღვიან სიტყვას ყოველთვის ბევრი მსმენელი ჰყავდა.

 

ემოციები

28 

კაცობრიობის ევოლუციის პროცესში, დიდი მოაზროვნეები ცდილობდნენ გაერკვიათ, საიდან იბადება ემოცია, გულიდან თუ გონებიდან და კარგია თუ ცუდი საკუთარი განცდების გარეთ გამოტანა.

თანამედროვე ფსიქოლოგია ემოციებს, ემოციურ ინტელექტს განსაკუთრებულ  მნიშვნელობას ანიჭებს და მას ადამიანად ყოფნის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორიად თვლის.

„აზროვნების აკადემიის“ სივრცეში მოწვეული ცნობილი ლექტორები მკითხველთა ფართო აუდიტორიას საკუთარ, მეცნიერულად დასაბუთებულ, მოსაზრებას უზიარებენ ემოციებთან დაკავშირებით – იქნება ეს ემოციური თვითრეგულაციის მნიშვნელობა თუ ემოციური გადაწვა. წიგნი თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ რჩევებსაც შეიცავს და კარგი დამხმარე საშუალებაა პიროვნული თვითგანვითარების გზაზე.

 

მიჯაჭვულობების ფსიქოლოგია – მარინა კაჭარავა

28 

იუნგის მიხედვით რომ დაგვეწერა ათი მცნება, ერთ-ერთი ამ ათ შორის იქნებოდა, რომ ინდივიდუაციის გზაზე მიჯაჭვულობებისგან (ადიქციებისგან) გავთავისუფლებულიყავით.

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, საკუთარ წიგნში „მიჯაჭვულობების ფსიქოლოგია“, დეტალურად განიხილავს მთავარ გამოწვევებს თანამედროვე სამყაროში, რაც მიჯაჭვულობებთან კავშირში შეიძლება იყოს.

ინტერნეტდამოკიდებულება, გემბლინგი (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება), სასმელდამოკიდებულება, ნარკოდამოკიდებულება, სააფთიაქო ნარკომანია, კვებითი დარღვევები  თუ სხვა ტიპის მანიები საუკუნის უდიდესი გამოწვევებია.

წიგნში განხილულია მიჯაჭვულობის ყველაზე გავრცელებული სახეები და შემოთავაზებულია პრობლემის დაძლევის გზები, რომლის საშუალებითაც ინდივიდს შეუძლია გავლენა იქონიოს საკუთარ ცხოვრებასა და გარემოცვაზე.

როგორ დავწეროთ მოთხრობა

18 

წიგნი მხატვრული ნაწარმოების დაწერის მსურველებს ტექსტის აგების ძირითადი პრინციპების შესწავლაში დაეხმარება, რომელთა გათვალისწინებით, ისინი შეძლებდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ შეექმნან საკუთარი ნაწარმოები.

აღზრდა აკრძალვების გარეშე (?!)

28 

ქეთევან ოსიაშვილის წიგნი ,,აღზრდა აკრძალვების გარეშე(?!)“  განკუთვნილია მშობლების, ფსიქოლოგების, პედაგოგების,  სტუდენტებისა და ბავშვის განვითარების ასპექტებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.

ცხოვრება ორმოცის შემდეგ

28 

წიგნში ავტორის პრაქტიკული გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად დაგროვილი ცოდნაა თავმოყრილი.

ტექსტი მარტივი, გასაგები ენითაა გადმოცემული და ითვალისწინებს სხვადასხვა ინტერესის მქონე მკითხველს. განხილული თემები ყველასთვის ახლო და ხელშესახებია, რადგან წიგნი ჩვენს ცხოვრებასა და ყოველდღიურობას ეხმიანება.

თვითშეფასება

28 

„კარლ გუსტავ იუნგი ამბობს, რომ ობიექტური რეალობა ისეთია, როგორადაც ინდივიდი აღიქვამს ამ ობიექტურობას. ჩვენს ადგილს სამყაროში განსაზღვრავს საკუთარი თვითშეფასება, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებით, აღზრდის სტილითა თუ გარემოთი არის განპირობებული და ზოგჯერ უკიდურესად დაბალია, ზოგჯერ კი უკიდურესად მაღალი.
სწორი თვითშეფასების ჩამოყალიბება, რაც არსებულ წარმოდგენებსა და საკუთარი თავის შესახებ ფიქრებში ბალანსის დაცვას გულისხმობს, არის ადამიანისთვის ჭეშმარიტი და სრულფასოვანი ცხოვრების საფუძველი.

წინამდებარე კრებულში თავმოყრილია აზროვნების აკადემიაში წაკითხული ლექციები, რომლებიც საკითხით დაინტერესებულ მკითხველს ჯანსაღი თვითშეფასების ძირეული ელემენტების გაცნობაში დაეხმარება.“

გორგია

22 
არის შესაძლებელი ამ ორი – რიტორისა და ფილოსოფოსის – ცხოვრების წესის ერთმანეთთან შეთავსება? დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკოსის წარმატებას განსაზღვრავს ხალხისათვის თავის მოწონების უნარი, ანუ მაამებლური რიტორიკა, მაშინ, როდესაც ხალხის რეალური სამსახური მათ უკეთესობისკენ წარმართვას, მათ აღზრდას გულისხმობს. ხალხის მამხილებელი კი ვერასოდეს გახდება მათი რჩეული; მეტიც, ის დევნილი იქნება. მაშ, ვინ არის ბედნიერი? ე. წ. ძლიერი ამა ქვეყნისა თუ ის, ვინც ცხოვრობს ჭეშმარიტებასთან, ანუ ღვთაებრივ სიმართლესთან ჰარმონიის განცდით და სამართლიანი საიქიო მისაგებლის რწმენით?

მკითხველის მეგზური

18 

ეს წიგნაკი თქვენი გზამკვლევი იქნება მხატვრული ტექსტის განსხვავებულად გაგების გზაზე. დაგეხმარებათ გამოხატოთ თქვენი, როგორც მკითხველის დამოკიდებულება ტექსტის მიმართ და მოძებნოთ აუდიტორიაც, რომელსაც ნააზრევს გაუზიარებთ.

ორი ლაზარეს ამბავი

18 

ამბავი საფრთხისშემცველი და ფათერაკებით სავსეა, რომელიც უფლისწულ ლაზარესა და მის მხსნელს თავს გადახდათ.

ფეოდალურ ხანაში მეფის ძალაუფლების და სიმდიდრის ჩასაგდებად ბევრი ინტრიგა იხლართებოდა სამეფო კარზე, ამის გამო კი შეიძლება სამეფო ოჯახიც კი გაემეტებინათ სასიკვდილოდ. ასე მოექცა მანუჩარ ერისთავი სამეფო ოჯახს, მაგრამ ამ დროს უფლისწული სიკვდილს გადაურჩა. ალბათ, საინტერესოა, როგორ?

ნაფიქრალი

24 

გონება და ფიქრის უნარი არის საშუალება გარე და შინაგანი სამყაროს შესამეცნებლად, როდესაც ამ საშუალებას სწორად ვიყენებთ ჩვენი ნაფიქრალი სასარგებლო ხდება ჩვენთვის და ვისაც ვუზიარებთ, მათთვისაც.

„ნაფიქრალის“ იდეა რამდენიმე წლის წინ „აზროვნების აკადემიაში“ დაიბადა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის 11 საინტერესო ადამიანის შინაგან მონოლოგს. გვსურს, ამ წიგნით მათი ნაფიქრალის თანამონაწილეები გაგხადოთ.

საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე

28 

წიგნში განხილულია ყველა ის უმთავრესი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დააყენა ბერძნულმა ფილოსოფიურმა აზრმა. უპირველეს ყოვლისა, ავტორი მიმოიხილავს არქესა და მოძრაობის საწყისის პრობლემას, საიდანაც აღმოცენდა საკუთრივ ბერძნული ფილოსოფია. ამ კონტექსტში განხილულია ისეთი ფილოსოფოსების იდეები, როგორებიც იყვნენ დემოკრიტე, პითაგორა, ჰერაკლიტე და სხვები.

განსხვავებული საზრისები

28 

წიგნში ავტორები მთავარ ადამიანურ ღირებულებებს განსხვავებული სააზროვნო სიბრტყიდან გვიჩვენებენ, სამყაროსა და ადამიანის სხვადასხვაგვარ აღქმას გვთავაზობენ.

რაზე თანხმდებიან და ვერ თანხმდებიან ავტორები? რა არის წყალგამყოფი საკითხი, რომელზე შეთანხმებაც შეუძლებელია და რაზე შეთანხმებაა შესაძლებელი თუ საკითხს კრიტიკულ აზროვნებასთან ერთად გულწრფელობით მივუდგებით? ამ წიგნში, მკითხველი სწორედ ამ განსხვავებულობისა და გადაკვეთის წერტილებს გაეცნობა.

ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია

28 

წიგნი ჩვენი ყოფის ყველა ეტაპის მიმოხილვა და ანალიზია. რატომ გვაქვს მაღალი ან დაბალი თვითშეფასება, საიდან იღებს სათავეს დეპრესია, რა არის ნევროზებისა და აკვიატებების სათავე, კარგია თუ ცუდი კრიზისი ჩვენს ცხოვრებაში და რა კოდირებულ ინფორმაციას ინახავს არაცნობიერი, რომელიც ერთი დიდი საცავივით სავსეა ჩვენი ბავშვობის ამბებით.

PR-ის საფუძვლები

24 

წიგნი საინტერესოა PR-ის ფაკულტეტის სტუდენტებისთის, დაინტერესებული მკითხველისთვის, მსხვილი და მცირე კორპორაციების თანამშრომლებისთვის, გაყიდვების სფეროს მენეჯერებისთვის და რეპუტაციაზე მზრუნველი ორგანიზაციებისთვის.

აღზრდის ფსიქოლოგია

28 

წიგნი ბავშვის განვითარების ძირითად ასპექტებს მოიცავს. ფსიქოგანათლება მშობელსა და ბავშვს მნიშვნელოვნად ეხმარება საკუთარი მოთხოვნილების, ქცევისა თუ დამოკიდებულების გაცნობიერებაში. შედეგად, ადამიანი გეგმავს და, საჭიროების შემთხვევაში, ცვლის კიდეც თავის გადაწყვეტილებებსა თუ ქცევებს.

ბავშვის ბიო-ფსიქო-სოციალურ გარემოსთან ადაპტაცია და მისი მხარდაჭერა მშობლის უმთავრესი გამოწვევაა. ინდივიდის ძლიერ, ემოციურად მდგრად და სოციალურად ფუნქციურ პიროვნებად ჩამოყალიბება მეტწილად არის დამოკიდებული იმ ფუნდამენტურ წლებზე, რომლებსაც ბავშვობას ვუწოდებთ.

როგორ ველაპარაკოთ შვილებს

28 

მწერალი და კინოსცენარისტი გურამ მეგრელიშვილი 2009 წლიდან მასწავლებელია. ის, “აზროვნების აკადემიაში” დაარსების დღიდან მოზარდებთან მუშაობს ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის მიმართულებით.

სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში

28 

ზურა მხეიძის საუბრებიდან ყოველთვის ახალს აღმოაჩენ, იქაც კი, სადაც ათასჯერ გაგივლია და აღარ აქცევ ყურადღებას, რადგან გგონია, რომ ყველაფერი იცი.

დინამიკური ფსიქიატრია – მეორე ტომი

35 

წიგნის მეორე ტომი ეხება კარლ გუსტავ იუნგისა და რობერტო ასაჯოლის ფსიქოთერაპიულ მიმართულებებს. მოკლედ არის მიმოხილული კლასიკური დინამიკური ფსიქიატრიის მომდევნო პერიოდი. აღწერილია მედიტაციის ფორმები და ვიზუალიზაციის სხვადასხვა ტექნიკა. წიგნში, ანალიტიკური ფსიქოლოგიის თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ, მოყვანილია იუნგის მიერ აღწერილი კლინიკური შემთხევები.

დინამიკური ფსიქიატრია – სიღრმის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის და ფსიქიატრიის შესახებ

35 

რეზო კორინთელის სამაგიდო წიგნი: „დინამიკური ფსიქიატრია – სიღრმის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის და ფსიქიატრიის შესახებ“.

 

პირველ ტომში განხილულია სიღრმის ფსიქოლოგიის წინარე ეტაპი, მისი ძირითადი სკოლები, როგორიცაა ფროიდის, ადლერის, ჟანეს და ამ მიმართულებების თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ ნაჩვენებია შესაბამისი კლინიკური შემთხვევები; აგრეთვე ტვინისა და ფსიქიკის მიმართების საკითხი თანამედროვე ნეირომეცნიერების თვალსაზრისით.