ფსიქიატრია
ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალი #1 – კრიზისის ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგია
45 ₾ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალი რეგულარული სამეცნიერო გამოცემაა, რომლის თითოეული ნომერი სხვადასხვა თემას ეძღვნება. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია აერთიანებს ქართველ და უცხოელ სპეციალისტთა მრავალფეროვან ჯგუფს – ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, ფსიქოანალიტიკოსებს და მკვლევრებს სოციალური მეცნიერებებიდან, რომლებიც ჩართულნი არიან სამეცნიერო კვლევებში და ეწევიან ფართო სამეცნიერო თუ კლინიკურ პრაქტიკას საქართველოში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც ფსიქოანალიზს უკვე უკავია მნიშვნელოვანი ადგილი საზოგადოებაში, ანდაც ახლა იმკვიდრებს თავს.
დინამიკური ფსიქიატრია – მეორე ტომი
35 ₾წიგნის მეორე ტომი ეხება კარლ გუსტავ იუნგისა და რობერტო ასაჯოლის ფსიქოთერაპიულ მიმართულებებს. მოკლედ არის მიმოხილული კლასიკური დინამიკური ფსიქიატრიის მომდევნო პერიოდი. აღწერილია მედიტაციის ფორმები და ვიზუალიზაციის სხვადასხვა ტექნიკა. წიგნში, ანალიტიკური ფსიქოლოგიის თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ, მოყვანილია იუნგის მიერ აღწერილი კლინიკური შემთხევები.